შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილს "ბედი გაეხსნა" (+სკანდალური ფოტო) 2014, 26 მარტი, 21:58 შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი, ფოტომოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. ის მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრიალებს და ჭორების ქარ-ცეცხლშიც ხშირად ეხვევა. საზოგადოების ერთი ნაწილი მსახიობს სექსსიმბოლოდ აღიარებს, მეორენი კი აწყობილ ქალად მოიხსენიებენ. სულ ცოტა ხნის წინ შორენამ ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში მიიღო მონაწილეობა. გადაღებებმა მომღერალი და მსახიობი უფრო დაახლოვა, თუმცა ეს უკანასკნელნი არც არასდროს მტრობდნენ ერთმანეთს. სულ ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძემ შორენას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "შორენა ბედი გაგეხსნა მგონი და შეიძლება მალე თიანეთელი შორენა ძალო გახდე". ფოტომ და ანრის კომენტარმა საზოგადოება ძალიან გაახალისა. უცნობი მამაკაცი სავარაუდოდ მსახიობის თაყვანისმცემელი ან გულშემატკივარია. "ბიჭი ჯობიაო"-ამტკიცებენ ზოგიერთები, შორენას "თიანეთელ ძალოს" ამპლუაში წარმოდგენა კი ბევრისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ევა ბარბაქაძე, რომელიც დედის მესაიდუმლე და მეგობარია... გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსახიობს რომანი ჰქონდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან. ბოლო დროს წყვილს შორის შავმა კატამ გაირბინა, ურთიერთობა დაიძაბა. ჭორების თანახმად, ირაკლის მსახიობი ცოლთან გაშორებას სთხოვდა, მეტიც აღარც კარს უღებდა და არც მის ზარებს პასუხობდა. სექსსიმბოლოს შემოსარიგებლად კი ნანაძე მოკლე ვიდეოებს იღებდა და შორენას უგზავნიდა. რამდენიმე ვიდეო ინტერნეტსივრცეშიც კი განთავსდა... მოაგვარა თუ არა წყვილმა ურთიერთობა ჯერ უცნობია. 699 4-ს მოსწონს 3-ს არა
|