საზოგადოება წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია... 2014, 26 მარტი, 20:37 დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ გასაოცარი ფაქტები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ეხება და რაოდენ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ვინაიდან საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი წესები არ მძვინვარებს, თუმცა "იქ" ისინი ნამდვილად არსებობს. აი ისინიც:
1. ნორვეგიაში არ არის წესი ტრანსპორტში ადგილი მოხუცს დაუთმოთ, ვინაიდან ამით მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს უსვამთ ხაზს, რაც მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. 2. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცი რესტორანში ვახშმობის დროს მანდილოსანს არ უხდის ფულს, ვინაიდან ამით არ აღნიშნოს მისი ფინანსური უზენაესობა. 3. ჩინეთში მამაკაცები მეუღლეებს ყვავილებს არ ჩუქნიან, ვინაიდან ამითი ხაზი არ გაუსვან სახლის უგემოვნობაში, რომელიც მის ყვავილებით შელამაზებას საჭიროებს. 4. ნიუ-ჯერსის შტატში 1937 წლამდე დაუშვებელი იყო სანაპიროზე მამაკაცს მკერდმოშიშვლებულს გაევლო, ვინაიდან არ სურდა საზოგადოებას მათი სახით "გორილები" ენახა. 5. პირველი ხელოვნური "ნაძვის ხე" გერმანიაში ბატის ბუმბულისგან შექმნეს. 6. "სანტა კლაუსის" უმეტეს ირმებს მამაკაცის სახელი ჰქვია. 7. 1870 წლამდე ჯანმრთელი კბილის ამოღებით აბორტის გამოწვევა ერთ-ერთი ხერხი იყო. 8. პლასტიკურ ქირურგიას საფუძველი ძველ რომში ჩაეყარა, ვინაიდან მამაკაცებს დაემალათ ნაწიბურები ზურგზე, რომელიც მტერთან შებრძოლების დროს მიიღეს. 9. ბევრია შემთხვევა, რომ საკვებთან დაგებულ ხაფანგთან დათვს მიაქვს ქვები, რათა სატყაუარაში მოყვეს ქვა და თვითონ მშვიდად მიირთვას სადილი. 10. მეზღვაურის უმეტესობა ოქროს საყურეს ატარებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში იგი ღირსეულად დაეკრძალათ. 11. კანონმდებლობის შესაბამისად ბრიტანეთის ფლოტზე გარდაცვლილებს ტომარით ზღვაში აგდებდნენ, ხოლო ტომარის გამოსაკრავი ძაფი აუცილებლად გადიოდა გარდაცვლილის პირთან, ვინაიდან თუ შემთხვევით რომელიმე მათგანი ცოცხალი იქნებოდა, თავი დაეღწია ტომარიდან. 1049 14-ს მოსწონს
|