ეკონომიკა როგორ ამზადებენ ნატურალურ ტყავს მაროკოს ფაბრიკებში 2014, 25 მარტი, 22:30 ტყავის წარმოება მაროკოში ჯოჯოხეთურ პირობებში ხდება: თაკარა მზის ქვეშ მუშები ხელით ამუშავებენ ტყავის ნედლეულს და ამ დროს მუხლებზე დგანან კირიან წყალში. ქარხნული წარმოებისაგან განსხვავებით აქ მხოლოდ ნატურალური საღებავები გამოიყენება. მოდით ვესტუმროთ მარაკეშის ერთერთ ტყავის გადამამუშავებელ საწარმოს
![]() ![]() ამ ურმებით მიაქვთ ტყავები დასამუშავებლად. როგორც წესი, ეს საქონლის, თხის ან ცხვრის ტყავია ![]() მიღებულ ტყავებს აქ ახარისხებენ ![]() შემდეგ ტყავი ექვემდებარება პირველად დამუშავებას-მას ალბობენ კირიან წყალში, ხოლო იმისათვის, რომ ტყავი რბილი გახდეს, წყალში უმატებენ ძაღლების, მტრედების ან ქათმების ნაკელს. სწორედ ამიტომ ტრიალებს ირგვლივ ჯოჯოხუთურად საზიზღარი სუნი ![]() თუმცა როგორც ჩანს, მუშებს ეს სუნი სულაც არ აწუხებთ, ან უკვე იმდენად არიან შეჩვეულნი, რომ ვეღარ გრძნობენ სიმყრალეს ![]() აი ასე გამოიყურება მარაკეშის ერთ-ერთი ტყავის გადამამუშავებელი საწარმო ![]() ამ წყალში ტყავებს აჩერებენ რამოდენიმე დღე, ხშირად რამოდენიმე კვირაც კი ![]() დალბობის მერე ტყავი სახელოსნოში იგზავნება, აქ მას საბოლოოდ აცლიან ბეწვებს ![]() შემდეგ ტყავს ალბობენ სუფთა წყალში და აშრობენ ![]() შემდეგი ეტაპია ტყავის შეღებვა: მას ისევ ალბობენ სხვადასხვა ფერის საღებავით სავსე აბაზანაში და ასე აჩერებენ რამოდენიმე კვირა ![]() აქ არანაირი ქიმიური საღებავი არ გამოიყენება, ყველაფერი ნატურალურია.მაგალითად, ყვითელი ფერის მისაღებად შაფრანი გამოიყენება, წითელის მისაღებად-პაპრიკა. ![]() მზა ტყავი იგზავნება სახელოსნოებში, სადაც კერავენ ჩანთებს, ფეხსაცმელებს, პუფებს და სხვა ნივთებს, ხშირ შემთხვევაში მათ აქვე ყიდიან კიდეც ![]() აი ეს კი მზა პროდუქცია: მაროკოული ბაბუშები ![]() 830 11-ს მოსწონს 1-ს არა
|