19 საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ამერიკულ ცირკში გამოჩნდა ახალი
პერსონაჟი სახელწოდებით - „გოგონა აქლემი“. ასეთი ზედმეტსახელი შეარქვეს 13 წლის ელუ ხარპერს, იმიტომ რომ მისი მუხლები საპირისპირო მიმართულებით იხრებოდა.
ელლა წარმოშობით შტატ ტენესიდან იყო და თანდაყოლილი მუხლების დეფექტი ჰქონდა. იგი უპირატესობას ანიჭებდა ოთხივე კიდურით გადაადგილებას და გასტროლებზე ცირკის სამსახიობო
ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში.
ცირკის აფიშაზე გოგონას სურათის ქვეშ იყო წარწერა:
„მე შემარქვეს გოგონა-აქლემი, იმიტომ რომ ჩემი მუხლები იხრება უკან. მე შესანიშნავად გადავაადგილდები ხელებით და ფეხებით.
ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ბევრი ვიმოგზაურე ამერიკაში. ახლა 1886 წელია მე გადავწყვიტე, რომ შოუ-ბიზნესს თავი დავანებო და სწავლას მოვკიდო ხელი."
თავის გამოსვლებში ელი კვირაში 200 დოლარს ღებულობდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი ანაზღაურება იყო. 4 წლის განმავლობაში დაგროვებული კაპიტალით იგი ნამდვილად შეძლებდა სადმე სასწავლებლად წასვლას, ისე რომ ცირკის არენაზე გამოსვლა აღარც კი დასჭირდებოდა.
მოხეტიალე ცირკმა, რომელშიც გოგონა გამოდიოდა განაგრძო გასტროლები, თუმცა 1886_წლის შემდეგ „გოგონა აქლემი“ აღარავის უნახავს და არც არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა
მის შესახებ.