x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
როგორ და რატომ ღალატობენ ქალები ქმრებს...
imageმამაკაცების უმრავლესობა თვლის, რომ ფინანსურად გამართულ ოჯახში, ქალბატონი თავს მუდამ ბედნიერად გრძნობს. შემთხვევითი ურთიერთობები შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა, დაუქორწინებელი და ფსიქიკურად არამდგრადი ქალბატონებისთვის არის დამახასიათებელი. ხოლო ჩამოყალიბებული, ადაპტირებული ქალბატონები ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ გადადგამენ. ამ ყოველივეს მეცნიერებაც ამტკიცებს: ასობით ფსიქოლოგი ერთობლივად აღნიშნავს, რომ ქალბატონებს მამაკაცთან კარგი ურთიერთობისთვის ემოციური მიჯაჭვულობა, სულიერი თანწყობა და ნდობა ესაჭიროებათ, მაშინ, როცა მამაკაცებს კარგი სექსუალური აქტისთვის ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები სრულებით არ ანაღვლებთ.

ახალი შეხედულებები...

აღსანიშნავია, რომ სოციალური გამოკითხვების შედეგად მიღებული შედეგები, ქალბატონების ღალატის სიხშირესა და მიზეზების შესახებ, უბრალოდ ნაგვის ურნაში უნდა მოვისროლოთ. შეიძლება ითქვას, რამდენი ქალბატონიც არსებობს ამ ქვეყნად ღალატის იმდენი მიზეზია სახეზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფსიქიკურ დონეზე განხილვის შემდეგ, შესაძლოა რაიმე საერთოსაც წავაწყდეთ. ფსიქოლოგთან სეანსისას ქალბატონები შედარებით გულახდილები არიან და ამ გზით შეიძლება რეალური მიზეზების გამორკვევა.

ხუთი წლის წინ, ამ თვალსაზრისით გენეტიკური კვლევებიც დაიწყო. რობინ ბეიკერმა 5 ათასი დაქორწინებული ქალბატონის კვლევა დაიწყო, რომელთა ასაკიც 30–დან 40 წლამდე მერყეობდა. გაირკვა, რომ ამ ადამიანთა საერთო რაოდენობის 11 პროცენტის შვილი კანონიერ მეუღლეს არ მიეკუთვნებოდა. ძირითად შემთხვევებში კი ამის შესახებ თავად დედებმაც კი არ იცოდნენ. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ეს ბავშვბი მოკლეხნიანი სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაიბადნენ. ხოლო დედებს ეს ინტიმური ურთიერთობა აღარც კი ახსოვდათ. თავად ბეიკერი დარწმუნებულია, რომ ქალბატონებს გააჩნიათ გენი, რომელსაც ერთგულებაზე თავდადება არ შეუძლია. ბეიკერის კვლევებმა 2 ათასი განქორწინება გამოიღო შედეგად.


კვალი ყოველთვის რჩება...

დაახლოებით იმავე დროისთვის, ცნობილმა კანადელმა სწავლულმა მაკჰინმაც გარკვეული კვლევები წამოიწყო: ჯანმრთელია თუ არა დაუქორწინებული ქალბატონების სასქესო ორგანოების მიკროფლორა, დაქორწინებულ ქალებთან შედარებით. კვლევები მეცნიერმა თანამედროვე აპარატურის საშუალებით ჩაატარა. შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. ყოველი მეოთხე დაქორწინებული ქალბატონის ორგანიზმში, სხვადასხვა მამაკაცის სპერმაზოდოიდების ნარჩენების კვალი აღმოჩნდა. ტექნიკა მხოლოდ უკანასკნელი ასი დღის მანძილზე მომხდარი სექსუალური აქტის დაფიქსირებაზე იყო პასუხისმგებელი. შედეგებმა აჩვენეს, რომ ქალბატონები განსაკუთრებით ხშირად მამაკაცებს ოვულაციის დროს ღალატობენ. კვლევებში რამდენიმე ასეული ქალბატონი იღებდა მონაწილეობას. შედეგებმა აჩვენეს, რომ უკანასკნელი ასი დღის მანძილზე, ქალბატონების მეოთხედს რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. რამდენიმე კვლევის შეჯამების შემდეგ, დასკვნა საგანგაშო აღმოჩნდა: კანონიერი ქორწინების განმავლობაში, თითქმის ყველა ქალბატონი რამდენიმეჯერ ღალატობს მეუღლეს. როგორც წესი, ეს ყველაფერი ოვულაციის პერიოდში ხდება. ხშირ შემთხვევაში ასეთ კავშირებს შემდგომი გაგრძელება არ ელით და რამდენიმე კვირის შემდეგ ქალბატონებს ეს ყველაფერი უბრალოდ ავიწყდებათ.

6
14510
7-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
14510
  
2014, 27 ოქტომბერი, 15:33
დარწმუნებული ქალში ვერასდროს იქნები ადამიანს ტვინში რადროს რა მოუვა ვინ იცი მაგრამ არიან ის კატეგორიაც ვისაც ელემენტარულად სინდისი აწუხებთ და ეგეთ რამეს არ იკადრებს და არც თავის ოჯახს აკადერებს და რა საჭიროა რომ ვინმესთან წავიდეს დაშორდეს და მერე თუ უნდა მთელი აფრიკელის მოხვდეს ! :D ვოტ მოი აზრი :D
2013, 25 მაისი, 13:00
დარწმუნებული ხარ რომ მერე არ გიღალატებს ? კაი რააა.....
2013, 18 აპრილი, 12:49
ოვულაცია (ლათინურად ოვუმ - კვერცხი) მომწიფებული, განაყოფიერებისთვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლაა ფოლიკულიდან მუცლის ღრუში. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის არსებული პერიოდის ნახევარს ემთხვევა
2013, 18 აპრილი, 12:48
და დარწმუნებული, ხარ რომ შენ რომ დააკარგვინებ ქალიშვილობას, მერე არ გიღალატებს ?
2013, 9 მარტი, 16:03
ოვულაციის პერიოდი რა არის მონსენიორ?იქნებ ამიხსნათ
2012, 12 ივნისი, 23:10
ერთერთი მიზეზი რის გამოც არაქალიშვილი არ უნდა მოიყვანოთ :)
0 1 6