ინგრედიენტები
2 კვერცხი
100გრ ხაჭო
150გრ მაწონი ან არაჟანი
150 გრ შაქარი
3 სავსე ს.კ მუქი კაკაო
6 სავსე ს.კ ფქვილი
1/2 ჩ.კ სოდა
2 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა
100-100 გრ მოცვი და წითელი მოცხარი (სასურველია)
150-200 გრ ალუბალი, უკურკო
1 (არასავსე) ჩ.კ შავი პილპილი, სასურველია ახალდაფქული
მინანქრისათვის:
100 გრ შოკოლადი + 2 ს.კ რძე+ 20 გრ კარაქი
მომზადების წესი
კვერცხები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ;
შევურიოთ ხაჭო, მაწონი, სოდა, ფორთოხლის ცედრა და პილპილი;
დავაცრათ კაკაო და ფქვილი.
ამ ცომში შევურიოთ მოცვი და მოცხარი.
დაახლოებით 24 სმ-იან გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და ჩავალაგოთ
ალუბლები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30
წუთი.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი, დავამატოთ რძე და კარგად ავურიოთ. შემდეგ კი შეგრილებულ ნამცხვარს ზემოდან მოვასხათ