საზოგადოება მამაკაცი,რომელიც რეზინის ცოცხალ თოჯინად იქცა 2014, 21 მარტი, 20:45
ამერიკელი კატელა დაში(katella dash) 23 წლის იყო როდესაც გადაწყვიტა სქესი შეეცვალა და ქალად გადაქცეულიყო, თუმცა მისი მიზანი მარტო ეს არ გახლდათ, მან მიზნად დაისახა დამსგავსებოდა რეზინის სექს-თოჯინას.ამ მიზნის მისაღწევად კატელამ 100 000$ დახარჯა.
მან რამდენჯერმე გაიდიდა მკერდი, გაიკეთა ტუჩების და ღაწვების ოპერაცია. "ალბათ ჭეშმარიტებაა, რომ პლასტიკური ოპერაციების მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო პრინციპით:"რაც უფრო ექსტრემალური ვარ, უკეთესია". 38 წლის ყოფილმა მამაკაცმა და ამჯერად ქალმა იმდენი ოპერაცია გადაიტანა უკვე, რომ პლასტიკური ქირურგები უარს ამბობენ იქონიონ მასთან საქმე.მათ ეშინიათ, რომ მორიგი პროცედურა "რეზინის თოჯინასთვის" შეიძლება ფატალური გამოდგეს. ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოგალერეა ქრონოლოგიურად-როგორ გადაიქცა ბიჭი "რეზინის თოჯინად." 185 4-ს მოსწონს
|