შოუბიზნესი როგორ აღმოჩნდნენ შორენა ბეგაშვილი და ანრი ჯოხაძე ერთ საწოლში? ანრი შორენას: "უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ" 2014, 20 მარტი, 22:20 შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთი პოპულარული ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი გახლავთ, რომელიც ხშირად ტრიალებს სკანდალების ქარ-ცეცხლში. ანრი ჯოხაძე კი არანაკლებ სკანდალური, პოპულარული და ნიჭიერი მომღერალია. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსსივრცეში ფოტოები გავრცელდა, სადაც ანრი და შორენა საწოლზე წვანან. არა... ეს ის არ არის რაც გეგონათ, ორივე ჩაცმულია და სავარაუდოდ ანრის ახალ კლიპზე მუშაობენ. მომღერალი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებს აქვეყნებენ. "უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ! განა ყველა ქალი, ქალია"-წერს ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში შორენაზე. აღნიშნულ განცხადებას ცხადია მსახიობის კრიტიკოსები გამოეხმაურნენ. "ეს აწყობილი ქალია, მიმიფურთხებია ასეთი ქალებისთვის"-წერს შორენას "კრიტიკოსი". "სახლში გეყოლება ბუნებრივი, აუწყობელი, პატიოსანი და იმას აფურთხე"-განაცხადა ბეგაშვილმა. ბოლო დროს შორენა ყველას საკადრის პასუხს სცემს, ვინც კი მის გაკრიტიკებას შეეცდება. მსახიობს ამისთვის არც დრო და არც ენერგია არ ენანება. შორენა და ანრი მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევიან. ანრის მტკიცებით, შორენა ულამაზესი და რაც მთავარია მოვლილი ქალია, რომელსაც თამამად შეგიძლია კლიპსა თუ კინოში გახადოო. შეგახსენებთ, რომ ანრი ჯოხაძემ პროექტ "ერთი-ერთში" მოგებული ავტომობილი გაყიდა, აღებული თანხით კი რამდენიმე კლიპის გადაღებას გეგმავდა. ვუსურვოთ ანრის და შორენას ბედნიერება და წარმატებული ურთიერთანამშრომლობა... 767 5-ს მოსწონს 2-ს არა
|