სხვა სკანდალური, მექსიკელი "ნარკობარონის" საიდუმლო სამალავი აბაზანის "ვანის" ქვეშ აღმოაჩინეს. 2014, 20 მარტი, 20:45 როგორც იქნა დააკავეს თებერვლის თვეში მექსიკის ყველაზე სკანდალური, დიდი ხნის ძებნილი ნარკობარონი "Joaquin Guzman"-ი ზედმეტსახელად "მოკლე". 2009 წელს ცნობილი ნარკობარონი ჟურნალ " Forbes "-ის მილიარდერების სიაში მოხვდა. ა.შ.შ-სა და მექსიკის ყველაზე დამნაშავე ხუაკინი ხელმძღვანელობდა ასევე "Sinaloa cartel "-ს. ხელისუფლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ეძებდა მას და ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ხუაკინი იმალებოდა შტატ Sinaloa-ს ქალაქ Culiacan-ში. საგამოძიებო ჯგუფი მობილიზდა და ჩაუსაფრდა შვიდ ყველაზე ეჭვმიტანილ სახლს, სადაც შეიძლებოდა ნარკოკარტელის ლიდერს სამალავი მოეწყო და მიაგნეს კიდეც.
ზედმეტსახელად "მოკლე" იმალებოდა ერთ-ერთი ბინის აბაზანის "ვანის" ქვეშ, ანუ მას ჰქონდა გაყვანილი სპეციალური გვირაბი, რომლის საშუალებით ახერხებდა ხელისუფლების დამცველებისგან თავის დაღწევასა და ნარკოტიკული საშუალებების გადატანასა და დამალვას. ფოტოგრაფი Daniel Becerra საგამოძიებო ჯგუფთან ერთად ჩავიდა ამ სამალავ გვირაბში და ამოგვიტანა შესანიშნავი სურათები. სურათებზე ნათლად ჩანს აბაზანის "ვანის" ქვეშ ჩასასვლელი კიბე, რომელიც კანალიზაციის გავლით ნარკოკარტელის ლიდერის სამალავამდე მიდის და შემდეგ კი დერეფანი, რომელიც ქუჩაში გადის. სწორედ ამ საკანალიზაციო გვირაბში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ახერხებდა წლების მანძილზე ხუაკინი თავის დაღწევას სამართალდამცავებისგან. ცნობილი ნარკობარონი, რომელიც ისტორიაში შევიდა, თებერვლის შუა რიცხვებში ქალაქ Culiacan-ას სამხრეთით 200 მილის დაშორებით საკურორტო სანაპირო Mazatlan-თან დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ. 157 13-ს მოსწონს
|