შოუბიზნესი მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილს, ლიზა ყენიას "მამისტოლა კაცები" აწუხებენ: "ქალებო ქმრებს მიხედეთ" 2014, 20 მარტი, 1:55 მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია ამ ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პოპულარობასაც აქვს ზღვარი, ზოგჯერ ის ზედმეტად შემაწუხებელია. ლიზა კი მასზე ასაკით უფროსმა თაყვანისმცემლებმა შეაწუხეს და სახალხოთ სთხოვა მათ აღარ მისწერონ. "გთხოვთ ინბოქსში ნუ მითანხმებთ ვიმეგობროთ თუ არა და გთხოვთ მამისტოლა კაცები ნუ მწერთ. ასეთი მოზღვავებული პედოფილობა არ ვიცი მე, სენია უკვე დაავადებულების და ხო კიდე... ქალებო ქმრებს მიხედეთ გთხოვთ"-წერს ლიზა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და მას უკვე მთელი საქართველო იცნობს. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. (ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.) ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ. ლიზას არამარტო სასიმღერო მონაცემებით, გარეგნობითაც შეუძლია დაიკვეხნოს, ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გოგო გახლავთ. ვუსურვოთ ლიზას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 2889 8-ს მოსწონს
|