x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანი: "მიზეზი რატომაც არ მინდა, რომ აღარ ვიყო ამ ქვეყანაზე არის..."

imageნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალისტი გახლავთ, რომელიც საკმაოდ ხშირად ტრიალებს ჭორების ქარ-ცეცხლში. ჟურნალისტს ორი შვილი ჰყავს, მარიამი და საბა.

სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიკვდილი არ სურს ქალიშვილია. "ჩემს გადაცემას ვუყურებ და ვფიქრობ, ერთ- ერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა, რომ აღარ ვიყო ამ ქვეყანაზე არის ის რომ მარიამის გარეშე გავგიჟდები. მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის! მადლობა ამ ისტორიებისთვის!"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში. image

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ახლა მარიამის ცხოვრებით ცხოვრობს და მის შესახებ ყველაფერი იცის. საბა პატარაა, ჯერ მთავარია ჯანმრთელად იყოს, აი მარიამი კი სულ სხვა საქმეაო. ნანუკა შემოსავალის დიდ ნაწილს ქალიშვილის განათლებას ახმარს. მარიამი ახლა მამინაცვალთან, ირაკლი კოდუასთან, ერთად ბუდაპეშტში ცხოვრობს. გოგონა ამერიკულ სკოლაში სწავლობს. "ირაკლიმ თავისთან წაიყვანა უფროსი შვილი, გიორგი კოდუა. გიორგიც იქ სწავლობს და ჩემი მარიამიც ირაკლისთან გავგზავნე. ახლა ორივე ბუდაპეშტში არიან, ირაკლიმ მარიამის გამო ქალაქი შეიცვალა, მარიამი მასთანაა, ძალიან მაგარ ამერიკულ სკოლაში სწავლობს"-გვიამბობდა ნანუკა. ჟურნალისტის მტკიცებით, მას რომ ამდენი უცხო ენა სცოდნოდა და ამდენი ინვესტიცია ჩაედოთ მასში მეტად პერსპექტიული იქნებოდა. ჟურნალისტი ქალიშვილს 20 წლამდე გათხოვებას უკრძალავს, მარიამი თუ ამას გააკეთებს ჩათვალოს, რომ დედა აღარ ჰყავსო.image

1
2656
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2656
  
2014, 20 მარტი, 13:56
25მდეც ) გათხოვებას სულ მოასწრებს ქალი
0 1 1