შოუბიზნესი რას ამბობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლის შესახებ 2014, 19 მარტი, 23:24 როგორც მოგეხსენებათ, ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავია, რომლის მონაწილეობით გადაღებული ფილმები კინემატოგრაფიის მოყვარულებში საკმაო პოპულარობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ანჯელინას წარმატებას დიდად შეუწყო ხელი მისმა გარეგნობამ, რომლის წყალობითაც იგი სამყაროს ერთ–ერთ ულამაზეს ქალად აღიარეს. ჯოლი მსახიობის კარიერის გარდა საოჯახო და საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. გამომდინარე აქედან იგი ლამაზი, წარმატებული და ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ.
მოდით, ვნახოთ რას ამბობენ ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავები ანჯელინას შესახებ:
მეგან ფოქსი: "ვაღმერთებ ანჯელინას. ენჯი ჰოლივუდში ჩემი უსაყვარლესი მსახიობია. ყველაზე მეტად მასში მომწონს ის, რომ დაუჯერებლად გულწრფელია და არ ეშინია იყოს ისეთი, როგორიც არის. იგი ყოველთვის ამბობს იმას, რაც თავში მოუვა." ჯარედ ლეტო: "მას უჩვეულო ტუჩები აქვს. უამრავი ქალი ძალიან დიდ თანხას იხდის იმისთვის, რომ ასეთი ტუჩები ჰქონდეს." პერის ჰილტონი: "ანჯელინა ძლიერი ქალია. ის თავის პოპულარობას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად იყენებს, რაც შესანიშნავი თვისებაა. მე და მას ბევრი რამ გვაქვს საერთო." ჯონი დეპი: "სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მეშინოდა კიდეც. არ ვიცოდი რას შეიძლება ელოდე ასეთი შესანიშნავი და ლამაზი ქალისგან. ანჯელინა ძალიან კარგი, მშვიდი და მიწიერი აღმოჩნდა. აღფრთოვანებული ვარ მისი იუმორით. ხანდახან არასტანდარტული იუმორიც აქვს. საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ. ვსაუბრობდით ბავშვებზე, მშობლის ვალდებულებებზე. ვარჩევდით თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარეობაში შეინარჩუნო ნორმალური ცხოვრების წესი." ბრედ პიტი: "ის მთელი სამყაროა ჩემთვის." 353 10-ს მოსწონს
|