x
image
M.Blackmore
ჯეკ ნიკოლსონს საკუთარი დედა წლების განმავლობაში უფროსი და ეგონა
imageჯეკ ნიკოლსონი ჰოლივუდის ერთ-ერთი უნიჭიერესი და შეუდარებელი

მსახიობია. უმარავ ფილმს,

რომელშიც ნიკოლსონმა მიიღო

მონაწილეობა უდიდესი წარმატება


ხვდა წილად. თუმცა მსახიობს დიდება და აღიარება მოუტანა რეჟისორ მილოშ ფორმანის

გადაღებულმა ფილმმა "ვიღაცამ გუგულის ბუდეს

გადაუფრინა", რომელიც ტელეეკრანებზე 1975 წელს გამოჩნდა და

კინემატოგრაფიის შედევრად იქცა. თავად

ნიკოლსონმა მისტერ მაკმერფის პერსონაჟი განასახიერა და მთავარი როლი

გენიალურად შეასრულა. თუმცა

ჯეკის პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო და სკანდალებით სავსე "სცენარით" განვითარდა. დიახ, ასეთი ისტორიები მხოლოდ ბრზილიური ან/და მექსიკური სერიალების სიუჟეტი არ გახლავთ.

ნიკოლსონი 1936 წელს დაიბადა. მამამ, რომლის შესახებაც მსახიობმა დღემდე არაფერი იცის თავისი ფეხმძიმე მეგობარი გოგონა, ჯეკის დედა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მიატოვა. ახლად ნამშობიარები გოგონას დედამ, რომელიც ღამის კლუბში მუშაობდა ქალიშვილის დახმარება გადაწყვიტა და ჯეკის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ამრიგად, 30 წლის ასაკამდე ჯეკ ნიკოლსონს საკუთარი დედა უფროსი და ეგონა, ბებიას კი, რომელმაც იგი აღზარდა დედად მიიჩნევდა.


image


ეს სკანდალური ინფორმაცია ნიკოლსონმა 1974 წელს შეიტყო ჟურნალ "თაიმს"-ის ჟურნალისტისგან. იმ დროისთვის ორივე ქალბატონი გარდაცვლილი გახლდათ.

1
47
8-ს მოსწონს
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
47
  
2014, 19 მარტი, 23:21
საბრალო :(
0 1 1