x
image
t.x.
არ გეჩვენებათ, ეს კამერონ დიასია. როგორ ერთობა ის და რას არიგებს ქალებს(+ ფოტოები)

imageეს ნამდვილად კამერონ დიასია, თანაც 41 წლის, მაგრამ კი არ ბერდება, პირიქით, ჩინებულად გამოიყურება. ამის დასტურად კი აქ წარმოდგენილი ფოტოებიც კმარა. imageის მეგობარ გოგონებთან ერთად გასულ კვირას კარიბის აუზში ნებივრობდა. კამერონი საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილის გარეშე გადაეშვა ლაჟვარდისფერ წყალში და მისი კისკისი არემარეს აყრუებდა. მან მეგობრების გასართობად, სახუმაროდ "სტრიპტიზ შოუ" მოაწყო. უდარდელად გამოსწია ცისფერზოლიანი ზედა საცვალის ზონარი და სანამ ის წყალში ჩაეშვებოდა, მშვენიერ, შიშველ მკერდზე ხელები აიფარა. გოგონებმასაოცარი გართობა მოიწყვეს. ხალხისგან მოფარებულ ადგილზე. ხტებოდნენ წყალში, დარბოდნენ, ირუჯებოდნენ, მხიარულობდნენ და ღვინოსაც შეექცეოდნენ. მას წითელი ქვედა საცვალი და ცისფერზოლიანი ზედა, უკან შებნეული საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ის ახლახან ლაპარაკობდა ქალებზე ზემოქმედებაზე და მათ მოუწოდებდა: "დარჩით ყოველთვის 25-ის."

ბოლო ინტერვიუში კამერონმა განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს შეაჩერა დაბერების პროცესი. ის ამბობს: "ეს თანამიმდევრული რამაა და მიიღებთ იმას, რასაც მოისურვებთ. ქალი არ უნდა დაემორჩილოს ასაკს, მან უნდა გაუგზავნოს გამოწვევა ბუნებას".

ის დანაშაულის გრძნობით იხსენებს, რომ წარსულში ბოტოქსი ჰქონდა გაკეთებული და ძალიან ნანობს ამას. ის ცდილობდა ნებისმიერი საშუალებით გაელამაზებინა თავი, დაწყებული ბოტოქსიდან, აკნეს წამლებით დამთავრებული, მაგრამ აღნიშნავს, რომ მთავარი განწყობაა.

და ისევ გვარიგებს: "თუ წარუმატებლად ვგრძნობთ თავს, ეს პირადი წარუმატებლობაა და ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია თუ არ ვრჩებით 25 წლისა მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. მე 40-ის ვარ, მაგრამ 25-სას ვგავარ".imageimageimageimageimageimageimageimage






0
333
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0