x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
HoliWood-ის უნიჭიერესი მსახიობები, რომელთაც Oscar-ი არ მიუღიათ.
კინომატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი, სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული კინომატოგრაფია დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გეყოლებათ თქვენი ფავორიტი მსახიობი. როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში საუკეთესო კინო როლის შემსრულებლისთვის დაწესდა მეტალის ქანდაკება ჯილდოდ- "ოსკარი", რომელიც დღეს ძალიან ბევრ, უნიჭიერეს მსახიობს ჯერაც არ მიუღია სამწუხაროდ. ამ შესავლის შემდეგ კი მოდით ერთად გადავხედოთ სიას, სადაც თავს ის უნიჭიერესი მსახიობები იყრიან, რომელთაც "ოსკარი" ჯერ ისევ არ მიუღიათ:



1. Brad Pitt, რომელიც სამჯერ წარსდგა ოსკარზე შემდეგი ფილმებით- 1996 წელს "12 მაიმუნი"; 2009 წელს "ბენჯამენ ბატტონას გასაოცარი ისტორია"; 2012 წელს "ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა", თუმცა ამაოდ, ოსკარი არ ერგო.

image


2. Johnny Depp. ასევე სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებით- 2004 წელს "კარიბის ზღვის მეკობრეები"; 2005 წელს "ჯადოსნური ქალაქი"; 2008 წელს "პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან", თუმცა ამაოდ.


image


3. Leonardo DiCaprio. ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებით- 1994 წელს "რა აწუხებს გილბერტ გრეიფს"; 2005 წელს "ავიატორი"; 2007 წელს "სისხლიანი ალმასი"; 2014 წელს "დიდებული გეთსბი", თუმცა ყველამ ნახა ამ ბოლო, რიგით 86-ე დაჯილდოვებაზე ოსკარის გარეშე დარჩენილი ლეოს ცრემლიანი თვალები.

image


4. Cameron Diaz. 30-მდე ფილმში მთავარი როლის პატრონი ჯერაც არ ფლობს ოსკარის ქანდაკებას, თუმცა ბედს მშვიდად ეგუება.

image


5. Jennifer Aniston. სახელი სერიალ "დაქალებით" გაითქვა და "ემის" და "ოქროს გლობუსის" ტიტული მიენიჭა, თუმცა სხვა მრავალი როლისდა მიუხედავად ოსკარი ჯერაც არ მიუღია.

image


6. Julianne Moore. ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებული ფილმებით- 1997 წელს "ღამე ბუგის სტილში"; 1999 წელს "რომანის დასასრული"; 2002 წელს კი "საათი" და "სამოთხიდან შორს", თუმცა ამაოდ.

image


7. Pierce Brosnan. "ჯეიმს ბონდის" ოთხტომეულის სახე და 20-მდე არაჩვეულებრივი ფილმის მთავარი გმირი დღემდე ოსკარის გარეშეა.

image


8. Antonio Banderas. 60-მდე არაჩვეულებრივ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა და ესპანეთში მამაკაცთა შორის უპირველესია, რისთვისაც "ოქროს გლობუსით" დაჯილდოვდა, თუმცა ოსკარი წილად არ ერგო.

image


9. Sarah Jessica Parker. მსახიობი ცნობილი გახდა სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" (1998-2004 წლებში), რისთვისაც 4 "ოქროს გლობუსი" მოიპოვა, თუმცა ოსკარი დღემდე არ ერგო წილად.

image


10. Richard Burton. საუკეთესო შემსრულებელ მამაკაცად აღიარებული რიჩარდიც 7-ჯერ წარსდგა კინოროლებით ოსკარზე, თუმცა 7-ჯერვე ამაოდ.

image

4
209
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
209
  
2014, 20 მარტი, 1:08
ჯონი და ლეო პირველ რიგში იმსახურებენ ოსკარს. თუმცა დეპს იმ 3 ფილმზე ბევრად მაგარი ფილმები აქვს, რომლებიც ოსკარზე იყო წარდგენილი. ანტონიოს, კამერონს და ჯენიფერს კი საოსკარო არაფერი გაუკეთებიათ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით.
2014, 18 მარტი, 21:48
არსებითად არაფერია მაგრამ გულისდამწყვეტია როცა შენი შრომა არ ფასდება
იმედია გულს არ გაიტეხავენ
2014, 18 მარტი, 21:15
ჰოო, ჯონი დეპიც და ლეოც.
2014, 18 მარტი, 21:13
ჯონი დიპი მარად მენაება
0 1 4