შოუბიზნესი გიორგი ლიფონავა და სოფო სებისკვერაძე დაშორდნენ 2014, 17 მარტი, 21:43 რეჟისორ გიორგი ლიფონავასა და მსახიობ სოფო სებისკვერაძის რომანი დაახლოებით 5 წელიწადს ითვლიდა. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. გიორგი საყვარელ ქალბატონზე საუბრისგან ხშირად თავს იკავებდა. წყვილმა ერთმანეთი სერიალ "ჩიფსების თაობის" გადაღებების დროს გაიცნო და მალევე დაახლოვდნენ. წყვილის თავისუფალი ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე იყო საზოგადოების განხილვის საგანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სოფო ამტკიცებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დაშორების მიზეზებზე კი არ საუბრობენ. მსახიობის მტკიცებით, ის და გიორგი ერთმანეთს ახლა უფრო ხშირად ხვდებიან და კარგი მეგობრებიც არიან. ასე რომ, ქართველი სექსსიმბოლო და ულამაზესი ქალბატონი სოფიო სებისკვერაძე უკვე მარტოა, სავარაუდოდ მამაკაცები აქტიურად შეეცდებიან მისი გულის მოგებას. 527 3-ს მოსწონს 2-ს არა
|