სხვა ივანიშვილი აკეთებს მიშა კი იბრალებს. რა არ იცის ხალხმა ამ ორ ადამიანზე !!! 2012, 9 მაისი, 14:32 ამ თემაზე ალბად კიდევ მოვერიდებოდი საუბარს, მაგრამ აღარ შემეძლო ამეტანა ის რაც დღეს ხდება, ბევრის აფსურდულმა მიზეზებმა გადამწყვეტია რომ სააშკარაოზე ვისაუბრო ყველაფერზე, იმაზე თუ რა ხდება, მე ამ სტატიით არმინდა გამოვხატო ვინმეს მიმართ მხარდაჭერა უბრალოდ მინდა ხალხმა დაინახოს რა ხდება სინამდვილეში ჩვენს თავს და რა გვირჩევნია რომ ხდებოდეს. მე პირადად დედული მაქვს საჩხერეში და პირადად მოგითხრობთ რამდენი სიკეთე მინახავს ბატონი ბიძინასაგან, და თქვენთვითონ შეაფასეთ. შეიძლება ცოტა ემოციური სტატია გამომივიდეს მაგრამ მინდა მკითხველმა ისე აღიქვას რომ ჩემს ადგილას წარმოიდგინოს თავი, ჩემი თვალით შეხედოს ყველაფერს. არავის არაფერს ვახვევ თავს უბრალოდ თქვენთვითონ შეაფასეთ. ბატონი ბიძინა სულ რამოდენიმე თვეა რაც აქტიურ ქართულ გაჭყლეტილ პოლიტიკაში ჩაება, მისივე განცხადებები ალბად უამრავი გვინახავს თუ რაოდენ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის, რადგან ალბათ ხვდებით რომ კაცს რომელსაც აქვს იმდენი ფული რომ შეუძლია იყიდოს ნებისმიერი რამ რაც კი შეიძლება მოისურვოს, არაფერში არ ჭირდება გაუჭირვოს თავს იბრძოლოს რაღაცისთვის და ასეშემდეგ. მისივე განცხადებით, ხედავდა როგორ კარგავდა სამშობლოს, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები შიმშილით, როგორ შემოვიდა მოდაში მოხეტიალე ცხოვრება, რამდენი ოჯახი გაუბედურდა იმისათვის რომ არ თქვა ის რაც დაავალეს. ალბათ ყველას გსმენიათ რამდენი სიკეთე გაუკეთებია ამ ადამიანს, საქართველოში და განსაკუთრებით კი საჩხერესადა მისი შემოგარენისთვის, ეს ადგილია სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაჩერდნენ იცხოვრონ და არსადაც არ გაიქცნენ თავის გადასარჩენად დღემდე იქ ყველანაირი პირობა იყო იმისათვის რომ გეცხოვრა თამამად და არავისთვის მონად დადგომა და მოჯამაგირედ მუშაობა არიყო აუცილებელი, მე ახლა მოგიყვებით მხოლოდ საჩხერეში განვითარებულ მოვლენებზე რადგან პირადად მინახავს, საჩხერეში არსებობს საავადმყოფო რომელსაც დღემდე მართლაც ალბად რამოდენიმე ანალოგი თუ მოეძებნება დედამიწის ზურგზე, თუნდაც აპარატურული უზრუნველყოფით და გინდაც იმით რომ საავადყმოფო არის აბსოლუტურად უფასო, და შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, მისი მომსახურებით, მაგრამ სამწუხაროდ აპარატურასთან შესაფერისი მედპერსონალის არარსებობის გამო ვერ ფუნქციონირებს უამრავი დანადგარი, რისთვისაც ხალხის სპეციალურად გადამზადება მიმდინარეობდა. მახსოვს ერთხელ საკუთარი თვალით შევესწარი ჩემს სოფლად მახლობელ ტრასაზე მომხდარ ავარიას, საშინელი ავარია იყო მანქანა ელექტრო ენერგიის გადამცემ ბოძს დაეჯახა და საშინელი შედეგებით დასრულდა ერთერთმა მგზავრმა თვალი დაკარგა მეორეს თავი იმდონეზე ქონდა გახეთქილი რომ ტვინის დამცავი აპკიც ჩანდა, საბედნიეროდ ორივე დღესდღეობით ცოცხალია და გადარჩნენ, ამ როდესაც ავარია მოხდა სასწრაფოს გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტეს ექიმებმა რომ მათი გადარჩენა საჩხერის საავადმყოფოში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, უნდა გადაეყვანათ სასწრაფოდ თბილიში და ეს არ უნდა დაგვიანებოდა არაუმეტეს 1 საათისა თორე მათი ტვინების გათიშვის საშიშროება უფროდაუფრო იზრდებოდა, ვნახე როგორ დაეშვა უახლოეს 15 წუთში ივანიშვილის პირადი ვერტმფრენი ის ადამიანები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თბილისის საავადმყოფოში მათი პირველადი დახმარების შემდეგ ისინი გერმანიაში გაგზავნა ქართველმა ბიზნესმენმა, და მათი სრული რეაბილიტირების საფასური დაფარა, ისინი დღესდღეობით საბედნიეროდ კარგად არიან, და ალბად სიკვდილამდე ბატონი ბიძინას მადლიერები იქნებიან რადგან მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, და უმცირესი შანსი გამოიყენეს. ეს მხოლოდ ერთერთი მაგალითია იმისა რაც ამ ადამიანმა გააკეთა მაგრამ არავინ იცის მათ გარდა ვინც ის პირადად ნახა. საჩხერეში ხრიოკ მიწაზე ძალიან ჭირდა მოსავლის მოყვანა დღესდღეობით კი ეს არცისე რთულია საჩხერლებს ყანებს თვითმფრინავებით ურწყავენ, სრულიად უფასოდ, სკოლები ალბად გექნებათ ნანახი მსგავსი სკოლები საქართველოს მასშტაბით ერთეულები თუ იქნება, გასაკვირი ნაბიჯი იყო მაგრამ გაზი უფასოდ შეიყვანეს მოსახლეობაში მაშინ როდესაც ამას ვერავინ წარმოიდგენდა, გაზქურები და გამათბობლები (კარმა) უფასოდ დაარიგეს, უფასოდ დახურეს ათასობით საცხოვრებელი სახლები, გაზის, ელექტრო ენერგიის, და დასუფთავების ფული თითქმის უფასო იყო, რადგან 100 ლარის ფარგლებში რასაც დახარჯავდი არაფერს არ იხდიდი, თვიდან თვემდე, მაგრამ მას მერე რაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა ბევრი რამ შეიცვალა ცდილობენ დააშინონ ხალხი, ამის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა ახალგაზრდების ცემით დაწყებული მასწავლებლების დაშანტაჟებით დასრულებული, მახსენდება ერთი ფაქტი როდესაც ბატონი მაღალი ჩავიდა საჩხერეში და პირდაპირი ეთერით გამოვიდა საცხერის სამთო მომზადების ცენტრიდან, როგორც ჩვევია მიიწება ის რაც მისგან 1 თეთრიც არ დახარჯულა, რათქმაუნდა ბიძინას ხარჯებით გარემონტდა და ნატოს სტანდარტებს მიუახლოვა ტექნიკური აღჭურვით სადაც შემდეგში ნატოს ქვეყნებიდან ჩამოსული ჯარისკაცების გაწვრთნა მიმდინარეობდა, გამოვიდა და განაცხადა რომ ეს მისი მიზანი იყო და დასრულდა კიდეც, მაშინ როდესაც იქ ამის გაკეტების ინიციატივაც კი არ იყო. ალბდა არასოდეს გაგჩენიათ კითხვა რატომ არ გახსნა საავადმყოფო საჩხერეში? და რატომ გახსნა ჭიათურაში? განა ჭიათურას არ ქონდა საავადმყოფო? მაგრამ ნურასუკაცრავად, იცოდა რომ საჩხერეს ვერასოდეს შესთავაზებს ისეთ საავადმყოფოს როგორიც ახლა აქვს, ვერასოდეს სულაც რომ თავიდან ააშენოს ნახევარი საჩხერე. ორიოდე სიტყვა ბიძინას შესახებ. კაცი რომელიც უანგაროდ აკეთებს ყველაფერს ვერ შეიძლება იყოს სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი, მან იცის რასაც აკეთებს, (ვერ გაიგოს მარცხენა ხელმა თუ რა გააკეტა მარჯვენამო) ამ კაცმა იცის თავმდაბლობა რას ნიშნავს, იცის რას ნიშნავს გაჭირვება იცის მისი ფასი და ამიტომაც ეხმარება ხალხს ასე უანგაროდ, გულთან მიაქვს თითოეული ადამიანის გასაჭირი, ძალიან თავისუფალი ადამიანია ურთიერთობაში და წყნარი სათნო, რასაც ჩვენ მაღალზე ვერ ვიტყვით, იგი აყაჩაღებს, ძარცვავს, ატერორებს, ცემს, ნებისმიერ ხერხს მიმართავს იმისთვის რომ სასურველი შედეგი მიიღოს, მაგრამ მალე მორჩება დიქტატიზმის დროც, და ქართული სული ისევ ძველებურად იმღერებს " ჰერიო ბიჭებო" .... ისევ იბრძოლებს მომავლისთვის რამაც აქამდე საკუნეებს გაუძლო არ შეიძლება ერთმა ტერორისტმა გაანადგუროს. დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უამრავი (ნაცისტი) (მიშარასტი) უარყოფით შეფასებასაც მისცემს, ამ სტატიას, მაგრამ ეს არ მაინტერესებს მთავარია რომ გამოფხიზლდეს საზოგადოება და თუ ამ გამოფხიზლებას ოდნავ მაინც შევუწყობ ხელს მოხარული ვიქნები. მახსოვს ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა დამისახელე კანდიდატურა რომელიც ქვეყანას წარმართავს უკეთესობისკენ ოღონდ ივანიშვილი არ მიხსენოო, კაცმა რომელმაც წესიერად ქართული ენა არ იცის ვერ წარუძღვება ერსო, მე კი გიპასუხებ, სიტყვები არაა საჭირო იმისთვის რომ იყო პატრიოტი, (ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით გაუკეტებია თუ არ გაუკეთებია რო იბრალებს ყველაფერს) ამ ადამიანს არ შეუძლია ისაუბროს სწრაფად რადგან არის წრფელი გულის ადამიანი და არ შეუძლია ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით აფირისტული პასუხების ეგრევე მიყრა. ვფიქრობ მეტნაკლებად მოგეწონებათ ეს სტატია. დანარჩენი მკითხველისთვის მომინდვია რა როგორ აღიქვით, შეიძლება მეც ძალიან ბევრი რამ მეშლება მაგრამ, ნუ გამკიცხავთ რჩევა მომეცით. 1207 18-ს მოსწონს 3-ს არა
|