x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
განსაკუთრებული ვიზუალის მქონე უგემრიელესი სამარხვო ნამცხვარი ( + ფოტო )
imageნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:

1 ) პურის ფქვილი 1, 5 ან 2 ჩ/ჭ :

2 ) შაქარი 0, 5 ჩ/ჭ:

3 ) მცენარეული ზეთი 0, 5 ჩ/ჭ :


4 ) თბილი წყალი 1 ჩ/ჭ :

5 ) თაფლი 3 სუფრის კოვზი :

6 ) ქიშმიში 0, 5 ჩ/ჭ;

7 ) წვრილად დაჭრილი ნიგოზი 1 ჩ/ ჭ.

ვანილი, სოდა ძმრით და ცოტა მარილი გემოვნებით უნდა მივცეთ.

მომზადების წესი ასეთია: ქიშმიშს დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ მინიმუმ 10 - 15 წუთი და გადავწუროთ.კარგად უნდა გავაშროთ ქიშმიში.დავამატოთ წინასწარ მომზადებული დაჭრილი ნიგოზი, ცოტა ფქვილი და კარგად ავურიოთ.

ცალკე ვამზადებთ კარამელის კონსისტენციის სისქის მასას, ამისთვის საჭიროა ტაფაზე დავყაროთ შაქარი ზემოთ მოცემული რაოდენობით, დავდგათ გაზქურაზე ნელ ცეცხლზე, დავასხათ თბილი წყალი და ვადუღოთ, სანამ შაქარი გადნება. კარგად გავაცივოთ.

ცალკე ჯამზე ერთმანეთში შევურიოთ ზეთი, თაფლი, ვანილი, ოდნავ მარილი, სოდა ძმრით, გაციებული შაქარწყალი და პურის ფქვილი.

ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის. თავდაპირველად ფქვილთან ერთად გამზადებული ქიშმიში და ნიგოზი მივცეთ მიღებულ მასას.ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და 180 % ტემპერატურაზე გამოვაცხოთ აირღუმელში 40 - 45 წუთის განმავლობაში.

ვიზუალურად რომ ლამაზი იყოს, გთავაზობთ ორ ვარიანტს. ორივე შემთხვევაში საჭიროა გაორმაგებული დოზით გლაზურის მომზადება, რომ შევძლოთ ნამცხვრის მთლიანად " გახვევა შოკოლადში". ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხალული და დაჭრილი ნიგოზი ქიშმიშთან და შაქრის პუდრასთან ერთად თავზე მოვაყაროთ, ხოლო მეორე შემთხვევაში მხოლოდ გვერდები მოვრთოთ ასევე ქიშმიშით, დაჭრილი, მოხალული ნიგვზითა და შაქრის პუდრათი. ორივე ვარიანტი განსაკუთრებულ ვიზუალს აძლევს უგემრიელეს სამარხვო ნამცხვარს.

image

image

1
1722
18-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1722
  
2014, 17 მარტი, 20:41
ვერასდროს შევჭამდი ამას....
0 1 1