x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მარგველაშვილი ჩვენ ბევრი გავაკეთეთ რომ მსოფლიო უფრო მშვიდი ყოფილიყო
image გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში, „ლაზერნიკის“ სამხედრო ბაზაზე ქართველ ჯარისკაცებს მიმართა.


მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, თქვენ ხართ ადამიანები, ვის გამოც ჩვენ ვართ ამაყი ყველა შეხვედრის დროს, რომლებსაც ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ქართველებს სიამაყის საბაბს გვაძლევენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას - თქვენმა ღირსებამ, რომელითაც ჯარისკაცის მუნდირს ატარებთ, შორს გაითქვა სახელი.


ბუნებრივია, გმირობას, რომელსაც თქვენ ყოველდღე იჩენთ, სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია და უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ისევე სტკივა, როგორც თქვენ. ამავე დროს, გვეამაყება ის ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა ან სიცოცხლე შესწირეს ამ მისიის შესრულებას.


თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! მე, როგორც ერთერთი თქვენგანი და თქვენთან ერთად მყოფი, ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ!


მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, თქვენ ხართ ადამიანები, ვის გამოც ჩვენ ვართ ამაყი ყველა შეხვედრის დროს, რომლებსაც ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ქართველებს სიამაყის საბაბს გვაძლევენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას - თქვენმა ღირსებამ, რომელითაც ჯარისკაცის მუნდირს ატარებთ, შორს გაითქვა სახელი.



მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მოკავშირეებს; მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად ყოველდღიურად რთულ და რისკიან სამუშაოს ასრულებს; მინდა მადლობა ვუთხრა მათ იმისათვის, რომ ისინი თქვენთან ერთად და თქვენ გვერდით არიან, რეალურად, არაფრით არ განსხვავებენ ერთმანეთისგან და საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ, თქვენთან ერთად ცდილობენ, ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებულად განხორციელდეს.


საგანგებო მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამხედრო ხელმძღვანელს, ყველა ამერიკელ გენერალს, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცის ხსენებაზე სახე ებადრებათ და სიყვარულით საუბრობენ იმ წარმატებისა და განსაკუთრებული მხედრული სულის შესახებ, რომლითაც ქართული ჯარი გამოირჩევა.

imageimageimage


0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო837
ამიკო837
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0