x
მწვავე გასტრიტი
imageგასტრიტის ცნება იმ დაავადებათა ჯგუფს აერთიანებს, რომელთა მიმდინარეობაც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებით ხასიათდება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლებ აგანსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.


მწვავე გასტრიტი


განასხვავებენ მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთი ფორმაა მედიკამენტებით განპირობებული პათოლოგია. ზოგიერთი პრეპარატი, მაგ., ასპირინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები და ა.შ., მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველ ფუნქციას. იქმნება მწვავე ანთებითი პროცესის განვითარების პირობები. ამიტომ ამ პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია კვების შემდეგ და ხანმოკლე დროის განმავლობაში.


მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, რომლის ლათინური სახელწოდებაა ჰელიკობაქტერ პილორი.ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს; განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტ-


რიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.


მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილე-ბის გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. ურეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.



დიაგნოსტიკა


გასტრიტის დიაგნოსტიკისათვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვ-ლევა, ნაკლებ ინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.



მკურნალობა


მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს

განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით და 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება.

არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქ-ტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვა.



გისურვებთ ჯანმრთელობას

0
291
3-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:calico
calico
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0