ალერგოლოგია ვირუსული ინფექცია: გრიპი,მკურნალობა 2014, 17 მარტი, 13:58 გართულების გარეშე მიმდინარე გრიპი თავისთავად გაივლის, ავადმყოფი 5-7 დღეში გამოჯანმრთელდება, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად წოლითი რეჟიმის დაცვა მაინც საჭიროა.
გრიპის სამკურნალოდ რეკომენდირებულია ორი პრეპარატი:
ტამიფლუ (ოზელტამივირი) და ზანამავირი (რელენზა).
შედეგიანია მდოგვის აბაზანები, ინჰალაცია სოდიანი წყლით ან ევკალიპტის ნაყენით. სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. დადგენილია რომ, ვირუსს სისხლში სწორედ მაღალი ტემპერატურა ანადგურებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იყენებენ პარაცეტამოლის პრეპარატებს სიროფის, ტაბლეტების ან სანთლების სახით. ისევე, როგორც ინტოქსიკაციით მიმდინარე ნებისმიერი დაავადები-სას, გრიპის დროსაც აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. საჭიროების შემთხვევაში დეზინტოქსიკაციას ინტრავენურადაც აკეთებენ ავადმყოფმა დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე (კომპოტი, მინერალური წყალი, ჩაი ჟოლოს მურაბით, თაფლიანი წყალი) უნდა მიიღოს. გაითვალისწინეთ! გრიპის დროს ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს გრიპისთვის უჩვეულო ჩივილებით ან ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. გისურვებთ ჯანმრთელობას 297 3-ს მოსწონს 7-ს არა
|