ყოველ დღე მამას "ინვალიდი" შვილი ხელით დაყავს სკოლაში, რისთვისაც 7 კილომეტრს ფეხით გადის.
შვილი- ეს ხომ ერთადერთი, ღვთის აუწონავი საჩუქარია ადამიანის ცხოვრებაში, რომლის გამოც მშობელი ყოველი მსხვერპლის გაღებაზეა წამსვლელი. სწორედ ამ ზემო ხსენებული სიტყვების ცოცხალი მაგალითია სამხრეთ ჩინეთში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი Yu Hukang-ი, რომელსაც ცერებრალური დამბლით დაავადებული 12 წლის ვაჟი Xiao Qiang Hukang-ი 7 კილომეტრის გავლით ხელით დაყავს სკოლაში.
"ჩემი შვილი დაავადებულია ცერებრალური დამბლით, თუმცა მის გონებრივ შესაძლებლობებს არაფერი ჭირს ცუდი, ანუ იგი საღად აზროვნებს და ამიტომ ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო მას ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის. ვინაიდან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ყოველ დილას ვდგები 5 საათზე რათა მოვუმზადო მას სადილი და წავიყვანო სკოლაში, რომელიც სახლიდან 7 კოლომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამის შემდეგ მივდივარ სამსახურში ასევე ფეხით და გარკვეულ დროს ისევ ვუბრუნდები სკოლას ბიჭის წამოსაყვანად, ამ ყველაფრისთვის კი დღეში 30 კილომეტრის გავლა მიწევს ფეხით. "სიაო ქიანგი" 12 წლისაა და 90 სანტიმეტრი სიმაღლის, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ბიჭი ჩვეულებრივ აზროვნებს და კარგად სწავლობს, ამიტომ ჩემი დიდი სურვილია ჩემმა ვაჟმა მომავალში კოლეჯში ისწავლოს"- ამბობს იუ ჰუკანგი.