შოუბიზნესი ელ მაკფერსონი კვლავ ყოფილ მეუღლეზეა შეყვარებული 2012, 23 მარტი, 23:41 როგორც დასავლური პრესა იუწყება, ელ მაკფერსონი საქმროსთან ურთიერთობას წყვეტს. ამბობენ, მოდელს ჯერ კიდევ უყვარს ყოფილი მეუღლე და თავისი ორი შვილის მამა, შვეიცარიელი მილიარდერი არპად ბუსონი, სწორედ ის, ვისგანაც უმა თურმანი ახლა ბავშვს ელოდება. ელი მეუღლეზე იმდენადაა შეყვარებული, რომ დავიწყება უჭირს და ჯეფ სოფერთან დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შეგახსენებთ, წყვილი ერთად ორი წელი იყო. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-ს მაკფერსონის ერთ-ერთმა ნაცნობმა შეატყობინა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. 895 2-ს მოსწონს
|