სხვა ძილის მანერა და მამაკაცის ტიპი 2012, 9 მაისი, 20:50 ძილის დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს-ის ისეთია, როგორიც არის. თუ გინდა გაიგო როგორი მამაკაცი წევს შენს გვერდით, მის ღამეულ ცხოვრებასაც დააკვირდი.
მას ფხიზლად ზძინავს-"მამაკაცი რომელიც სინათლისა და ნებისმიერი უმნიშვნელო ხმაურის მიმართ მგრძნობიარეა, სავარაუდოთ შენი განცდების მიმართაც, ასეთივე მგრძნობიარე იქნება"-გვიხსნიან ფსიქოლოგები. ისინი ყოველთვის ამჩნევენ, როცა შენ რამეზე გულნატკენი ხარ, თუმცა ხანდახან გულჩათხრობილია, შეუძლია ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ რამდენიმე საათი გაატაროს. ასეთი მამაკაცი, როგორც წესი ექსპერიმენტების მოყვარულია, ამიტომ მასთან ურთიერთობისას კომპლექსები უადგილოა-შეგიძლია ზუსტად აუხსნა რა გინდა და დარწმუნებული იყავი, რომ სწორად გაიგებს.
მას ღრმად სძინავს-მამაკაცი რომელსაც მშვიდად და უშფოთველად სძინავს, გაწონასწორებულია და სტრეს იოლად უმკლავდება. ასეთ მამაკაცებს პარტნიორებთან უმეტესწილად ჯანსაღი ემციური და ფიზიკური ურთიერთობა აქვთ. ის არავითარ შემთხვევაში არ აღელდება, როცა საუბარს თქვენი ურთიერთობის მომავალზე ჩამოუგდებ, ამასთან ესეთი მამაკაცი საწოლშიც კარგი პარტნიორია-შენს სიამოვნებას იმდენ დროს დაუთმობს, რამდენსაც ისურვებ. ის გამუდმებით წრიალებს- კავშირი გქონდეს მამაკაცთან, რომელიც ზეწარში გახვეული იღვიძებს, შენგან უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. ადამიანი რომელსაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ სძინავს, ზუსტად ასეთივე არამყარია ცხოვრებისეულ საკითხებშიც. ამას შეიძლება ეგოისტური ქცევაც დაემატოს. მისი მოუსვენრობა იმითაა გამოწვეული, რომ ჩაკეტილი ადამიანია და საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებს. თუმცა სავარაუდოთ ის ვერ აანალიზებს, რამდენად გატაცებულია საკუთარი პერსონით. ასე რომ თუ კი ამ ნაკლზე კორექტულად მიუთითებთ, ალბათ გაითვალისწინებს. მას უძილობა აქვს-მამაკაცი, რომელსაც დაძინება უჭირს, ხშირად ამბიციური ადამიანია. როდესაც გონებაში უამრავი რამ გიტრიალებს, "გათიშვა" რთულია. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, თავიანთ პერსონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობაშიც, მაქსიმალიზმისკენ ისწრაფვიან. ბუნებით სრულყოფილების მოყვარული, უსაზღვრო სიამოვნებას მოგანიჭებს, ვახშამს საუკეთესო რესტორანში შეუკვეთავს და იქ აუცილებლად ზუსტ დროს მიგიყვანს. ერთი უარყოფითი მომენტი: მთელი დღის აქტიურობის შემდეგ საღამოს თავი შეიძლება ძალაგამოლეულად იგრძნოს, მაგრამ ხანმოკლე დასვენების შემდეგ მათი შესაძლებლობები ისევ გაუმჯობესდება. 1470 7-ს მოსწონს
|