„სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
ენერგეტიკის სამინისტრომ კახეთის რეგიონში, მდ. სამყურისწყალზე ასაშენებელი „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
„სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 22.6 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 117.4 მლნ.კვტ/სთ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 39 550 000 აშშ დოლარს შეადგენს.
გამარჯვებულმა კომპანიამ ჰესის მშენებლობა ნებართვის მიღებიდან ორ წელიწადში უნდა დაასრულოს.