ქალი და მამაკაცი პირველი შთაბეჭდილება, რომელზეც მამაკაცი არასდროს საუბრობს... 2012, 23 მარტი, 23:40 ![]() კარგი იქნება, რაც უფრო მოკლედ ისაუბრებთ იმ თემაზე, რასაც მუშაობა და თანხის გამომუშავება ჰქვია. შეგიძლიათ რაც შეიძლება მოკლედ მოუყვეთ, თუ რითი ხართ დაკავებული და შემდეგ ეს თემა საერთოდ დაივიწყოთ. პირველივე პაემანზე იმაზე საუბარი, თუ რამდენად დაკავებული ხართ და კარიერული წინსვლისთვის რა გეგმები გაქვთ შემუშავებული, ნამდვილად დააფრთხობს თქვენს პარტნიორს და რამდენიმე წუთით მარტო დარჩენის შემთხვევაშიც კარგს არაფერს აფიქრებინებს. ეს ყველაფერი რაც შეიძლება მოკლე, რამდენიმე სიტყვიანი და ლაკონური უნდა იყოს. თუ თქვენ იმაზე საუბარს დაიწყებთ, თუ როგორ არ მოგწონთ თქვენი თანამშრომლები და ხელმძღვანელობა, მაშინ მამაკაცი აუცილებლად იფიქრებს, რომ თქვენ არასასიამოვო ადამიანი ხართ გარშემო მყოფებისთვის. ფინანსები და პირველი პაემანი... კარგი იქნება, თუ პირველი პაემანი ერთი ფინჯანი ყავით ჩაივლის. თუ მამაკაცს საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა მოუწევს პირველივე პაემანზე, მაშინ იცოდეთ, რომ მეორე პაემანზე შესაძლოა საერთოდ აღარც კი იფიქროს. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მამაკაცს უფლება პირველივე შეხვედრისას საყვარელი წიგნივით ამოგიკითხოთ. ძალიან კარგია, ქალბატონს რომ არ შეუძლია მამაკაცის აზრების კითხვა, რომლებიც პირველ შთაბეჭდილებასთან და სუსტი სქესის გარეგნობასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა ფიზიკური მონაცემები მამაკაცმა პირველ ადგილზე არ დააყენოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთგვარ მთავარ როლს მაინც ასრულებენ. მთავარია თქვენი ხასიათის დადებითი მახასიათებლები გამოავლინოთ, რაც გადაფარავს გარკვეულ ვიზუალურ ნაკლს. ამ შემთხვევაში, მამაკაცი აუცილებლად დაფიქრდება ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე. როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონებიც ხშირად კარგავენ მეორე ნახევარს. გარკვეული დროის შემდეგ კი უბრალოდ ხვდებიან, რომ მათ უარი არ უნდა თქვან პაემანზე. რა თქმა უნდ, ა ძალიან არასასიამოვნოა, როცა პაემანზე იმ მამაკაცთან ერთად წახვალთ, რომლმაც ეს ნაბიჯი მხოლოდ მოწყენილობის გამო გადადგა. ამ შემთხვევაში ქალბატონებო, იცოდეთ, რომ მამაკაცი რომანტიკასა და სიყვარულზე ნამდვილად არ ფიქრობენ, მათ გული გართობისკენ მიუწევთ. ურთიერთობების გაწყვეტა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, შესაძლოა ნომერ პირველ სალაპარაკო თემად იქცეს. ეს არის საკითხი, რომელიც არც პირველ, არც მეორე პაემანზე და არც დაქორწინების შემდეგ ფართო მასშტაბებით არ უნდა განიხილოთ. ამ თემაზე ისაუბრეთ შინ, დედასთან ან უახლოეს მეგობრებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი ბრაზიან და საკმაოდ უსიამოვნო პიროვნებად ჩაგთვლით. უფრო მეტიც, ძლიერი სქესის წარმომადგენელმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ძველებურად გიყვართ ყოფილი პარტნიორი. ხშირად არის შემთხვევები, როცა მამაკაცს იმდენად უყვარს ქალბატონი პირველივე პაემანზე, რომ სისულელეების ლაპარაკს იწყებს. შესაძლოა მამაკაცი იმდენად შეყვარებული იყოს, რომ ამ თემაზე უარყოფითი პასუხის შიშით საუბარიც კი არ უნდოდეს. შეგიძლიათ ამ შემთხვევაში მას გახსნაში დაეხმაროთ. რა თქმა უნდა, ასეთი მოზღვავებული ენთუზიაზმი მას შეაშინებს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე საუბარს აუცილებლად დაიწყებს. 2592 შეფასება არ არის
|