x
image
K.P.
მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, ლიზა ყენია საკუთარ "ანდერძს" აქვეყნებს

imageახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია ამ ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ჯერ მის რამდენიმე ფოტოს "Prime time"-მ ეროტიკული უწოდა, მოგვიანებით კი ახალგაზრდა მომღერლის სურათმა, სადაც ლიზა ჩილიმს ეწევა ინტერნეტსივრცე მოიცვა. სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მომღერალმა საკუთარი "ანდერძი" გამოაქვეყნა. "ძალიან დიდი თხოვნა მექნება, თუ მოვკვდი "ფეისბუქის" ჩემს ვალზე ნუ დამიტირებთ და ნუ დამიწერთ, მომენატრე, სად ხარ ახლა და რაღაცეები. ქელეხი არ მიყვარს და არც ეგ არ მინდა"-წერს ლიზა სოციალურ ქსელში.

image


შეგახსენებთ, რომ მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და მას უკვე მთელი საქართველო იცნობს. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", image რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. (ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.) ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ. ლიზას არამარტო სასიმღერო მონაცემებით, გარეგნობითაც შეუძლია დაიკვეხნოს, ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გოგო გახლავთ. ვუსურვოთ ლიზას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...
imageimageimageimage


4
3085
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3085
  
2014, 14 მარტი, 20:49
შეირგოს ბავშვობა,მერეც მოასწრებს! :))))
2014, 14 მარტი, 14:02
პოპულარობა უნდა აშკარად
2014, 14 მარტი, 10:29
მეტიჩარა
0 1 4