x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508855
იდუმალებით გამქრალი "ბოინგი"




image

აგერ უკვე მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ მალაიზიის ავიახაზების, Boeing 777-200-ს, რომელიც გასულ შაბათს 0:41წუთზე აფრინდა კუალა-ლუმპურას(პეკინი) აეროპორტიდან და 2 საათის შემდეგ რადარის ეკრანებიდან გაქრა სამხრეთ–ჩინეთის ზღვაზე, ვიეტნამის საჰაერო სივრცეში. ბორტზე 227 მგზავრი 14 ქვეყნიდან და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.



ძებნაში ჩართულია 34 თვითმფრინავი და 40 გემი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, ძებნის არეალი გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.ექსპერტებმა რამდენიმე ვერსია დაასახელეს, თუმცა არცერთი მათგანი არაა მყარი და რაც გაურკვევლობას უფრო აძლიერებს.

1-ამინდი-თუმცა იმ დღეს ფრენისთვის ჩინებული ამინდი იყო;



2-პილოტების შეცდომა-ესეც ფაქტიურად გამოირიცხა, გამოცდილი კაპიტანი 1981 წლიდან მუშაობდა Malaysia Airlines-ში და ჰქონდა 16 000 საათი გაფრენა.

3- ტექნიკური გაუმართაობა-პილოტებს კატასტოფამდე არავითარი შეტყობინება არ გამოუგზავნიათ რაიმე ტექნიკური პრობლემის შესახებ, ამასთანავე მალაიზიაში თვითმფრინავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ შემოწმებას გადიან.

4-ტერორისტული აქტი-ავიაკომპანია არ გამორიცხავს მსგავ ვერსიას, თუმცა ა.შ.შ-მ განაცხადა (ალბათ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით), რომ მსგავსი ნიშნები არ გამოკვეთილა.


image










3
232
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
2014, 12 მარტი, 16:48
ახალი ცხელცხელი ამბავი სკანდალი:ავსტრალიელმა გოგონამ ჯონტი როსმა განაცხადა,რომ 2011 წელს მეგობართან ერთად იფრინა დაკარგული თვითმფრინავით და პოლიტის კაბინაში ფოტოებიც გადაიღო,დასამტკიცებლად მან ფოტოები წარადგინა.ესაა სენსაციური და სკანდალური განცხადება,რომელმაც შეიძლება გამოძიების ვერსია 180 გრადუსით შეატრიალოს.როგორც ცნობილია განაწესის თანახმად პილოტებთან უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია!! არღვევდნენ თუ არა ამ წესს მუდმივად დაკარგული ლაინერის მფრინავები?Malaysia Airlines-ის წარმომადგენლები ამაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
2014, 12 მარტი, 14:34
გეთანხმები
2014, 12 მარტი, 14:29
სხვა განზომილებაში ხო არ გადავიდა?
სერიოზულად კი საოცარია, ამხელა თვითმფრინავის ასე გაქრობა , რომ არანაირი კვალი არაა დატოვებული.
0 1 3