სისხლის სამართალი დედამ ბავშვის სიკვდილში იესო დაადანაშაულა 2014, 12 მარტი, 11:40 24 წლის სტეფანი პეიჯ ჯონსონი ეჭვმიტანილია საკუთარი 7 თვის გოგონას მკვლელობაში, ბავშვი გასულ პარასკევს დაიღუპა, სასამართლო მანამდე არ გაიმართება, სანამ ქალის ფსიქიური მდგომარეობის დასკვნა არ გამოქვეყნდება.
კლარვილში(შტატი ტენესი, ა.შ.შ), პარასკევ დილით ადრე ქალი ქალი გზაზე იყო გამოსული და ყვიროდა, ადგილზე მისულ პოლიციას დახვდა სახლში გარდაცვლილი 7 თვის ასტრიდი. ჯონსონმა პოლიციას განუცხადა, რომ "ბავშვს აბანავებდა, როდესაც იესო მოვიდა და ასტრიდი ზეცაში წაიყვანა". პოლიციამ დაასკვნა, რომ დედა გულგრილად მოიქცა და არაფერი იღონა ბავშვის გადასარჩენად, მას არავითარი ზომები არ მიიღო იმისთვის, რომ ბავშვისთვის სამედიცინო დახმარება გაეწია. ქალი ორშაბათს უნდა წარდგენილყო სასამართლოზე პირობითი მკვლელობის ბრალდებით, იგი ამჟამად გირაოს უფლების გარეშე მონტომერის ციხეში ზის, იუწყება Associated Press-ი. ქალს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც როგორც აღმოჩნდა არსად არაა რეგისტრირებული(სქესი, ასაკი).მეზობლების განცხადებით ქმარი ავღანეთში მსახურობს. 243 5-ს მოსწონს 1-ს არა
|