საზოგადოება ჯეიზის არ უნდა რომ შვილი ჰგავდეს 2012, 8 მაისი, 22:09 სუპერვარსკვლავი მშობლები ბიონსე და ჯეიზი შვილზე და მის მომავალზე საუბრობენ.გამოთქვამენ საკუთარ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი მშობლის როლში. "მე უკვე ვიცი, რომ მეყოლება ყველაზე გათამამებული და გაფუჭებული შვილი მთელს მსოფლიოში.მე მახსოვს, როგორ მარიგებდა დედა და ისიც მახსოვს, რომ მე თითქმის არ ვუჯერებდი მას, ამიტომ არ ვაპირებ ხშირად ვუკითხო ლექციები ჩემს პატარას. არ მინდა ჩემი გოგონა ძალიან მგავდეს.მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი კარგი მამა ვიქნები მისთვის, სანამ ის იქნება თინეიჯერი, ხოლო თინეიჯერობის ასაკში, წარმომიდგენია ისიც, თუ როგორ მეტყვის :"შენ მე მარცხვენ."_განაცხადა ახალბედა მამამ. მსოფლიოს ერთ ერთი მიმზიდველი დედა კი ამბობს, რომ ბავშვმა ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში და უკეთესი გახადა ის."მე ვგრძნობ რომ ვარ იმაზე ბევრად ლამაზი, ვიდრე ვიყავი მანამ, სანამ დედა გავხდებოდი." _ამბობს ბიონსე. ის თავისი მიღწევებით არ კმაყოფილდება და ახალი როლით ჩნდება საზოგადოებაში. გატაცებულია ჟურნალსტიკით და უკვე აქვს რამოდენიმე სადებიუტო სტატია.სტატიებში ხშირად საუბრობს თავის ახალგაზრდობაზე და ყვება ისტორიებს საკუთრი ცხოვრებიდან. "სიმღერა არ არის ერთადერთი რაც შემიძლია"_ განაცხადა მან თავის ჯურნალისტურ კარიერასთან დაკავშირებით. 370 8-ს მოსწონს |