x
image
K.P.
ია და ტარიელი შერიგდნენ, რატომ გააუქმა წყვილმა "facebook"?

imageია ფარულავა და ტარიელ სუარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი გახლავთ ქართულ შოუბიზნესში. ექვსთვიანი ვითომდა სამაგალითო, სიყვარულით სავსე ურთიერთობის შემდეგ სკანდალმაც არ დააყოვნა. ტარიელმა საყვარელი მეუღლე "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა: "პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ"...


"არის პრობლემა რომელიც არ უნდა გამოსულიყო გარეთ, მაგრამ რას იზამ, გაზაფხულმა ცუდად იმოქმედა შემოქმედ ადამიანზე"-წერდა ფარულავა სოციალურ ქსელში.image


იამ და ტარიელმა სოციალურ ქსელში საერთო მიმართვა გაავრცელეს: "ჩემი პირადი ოჯახური სიტუაციისადმი დაინტერესებული სხვადასხვა მედია საშუალებებისა და კერძო პირების საყურადღებოდ: გადახედეთ რამდენი საინტერესო ოჯახი იქმნება და შენდება. ისაუბრეთ მათ შესახებ, აიღეთ მათგან მაგალითები, შეაქეთ ან გააკრიტიკეთ ისინი. მე და ჩემი მეუღლე კი ჩვენი ურთიერთობებით ზუსტად 6 თვის განმავლობაში ვაკმაყოფილებდით საზოგადოებრივ ინტერესს. მაგრამ ჩვენი ქვეყანის კეთილდღეობა არც დაწყებულა ტარიელ სუარისა და ია ფარულავას ურთიერთობით და არც მთავრდება ამით. დღეიდან ჩემი ოჯახური მდგომარეობა საზოგადების განსჯის საგანი აღარასდროს გახდება. ვთვლი რომ, 6 თვე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხალხს ამ თემაზე ესაუბრა".

წყვილი საზოგადოებაში უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა ერთად. როგორც ჩანს ურთიერთობა დაალაგეს და თავსაც შესანიშნავად გრძნობენ. მომხდარ სკანდალს კი ორივეს ფეისბუქის გვერდი შეეწირა. როგორც ჩანს ფეისბუქის გაუქმება წყვილის საერთო გადაწყვეტილება იყო.

imageimage

1
98
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
98
  
2014, 11 მარტი, 22:11
ასე არ ჯობია
0 1 1