x
image
პერსეპოლისი
სასაცილო ძაღლები რიოს კარნავალზე.

image
რიოს კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელს მსოფლიოში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბრაზილიას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს შთამბეჭდავი მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების მიერ.
კარნავალი, როგორც წესი, ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ, რომელიც პირველად 1928 წელს დაარსდა. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით კი სანაპირო ზოლის ქალაქებში, სადაც 24 საათიან რეჟიმში იმართება
ზეიმი.
ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, რომლებიც მთლიანობაში ერთ დიდ სანახაობას ქმნის. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან
სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალზედ მომხიბვლელია. მათ შექმნაში კი უამრავი ადამიანი მონაწილეობს.
ბრაზილიის თითოეული მოქალაქე ამ სანახაობისთვის მთელი
წლის განმავლობაში ემზადება. ისინი იკერავენ საკარნავალო კოსტუმებს და გარშემომყოფების ყურადღების დამსახურებას ცდილობენ ყველანაირი ფორმით.
წელს, ადამიანების რიცხვს, შინაური ცხოველებიც მიემატნენ, განსაკუთრებით კი ძაღლები ჭარბობდნენ, რომლებიც თავიანთ პატრონებს საკარნავალო კოსტუმებში გამოეწყოთ.
ამ სტატიაში სწორედ ამ სასაცილო და საყვარელი ძაღლების
ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც ფოტოგრაფებმა წელს, რიოს კარნავალზე დააფიქსირეს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


1
65
15-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
65
  
2014, 10 მარტი, 21:10
მაგარია:D
0 1 1