x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ათი ფოტო, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და ემოციის გარეშე არც თქვენ დაგტოვებთ.
სურათი, ეს ხომ ის ფურცელია, რომელიც განსაზღვრული დოზით რეალობის მატარებელია. რეალობის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის კომფორტის, გართობის აღმნიშვნელი და ბედნიერი წუთების სამახსოვროა. თუმცა გვმართებს იმაზე დაფიქრებაც, რომ ვიღაცას ამ კუთხით არ უმართლებს და მათი "ფოტოგენება" მხოლოდ ცუდი კუთხით, უფრო კერძოდ კი სულში ჩამწვდომი ეპიზოდით ხდება, რომელიც შემდეგ წლებისა და საუკუნეების მანძილზე თაობებს გადაეცემა მედიისა და გამომცემლობების საშუალებით.


წარმოგიდგენთ ათ ყველაზე გავრცელებულ ფოტოს, რომელთა ნახვამაც შოკში ჩააგდო მსოფლიო.


1. Omarya Sanchez-ი ერთ-ერთი დაღუპილთაგანია ნევადოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად del-Ruiz-ში 1985 წელს. ომარიოს საკუთარი სახლის ნანგრევებში ფეხები ჩაჰყვა და ვერ მოახერხა ამოსვლა. მაშველთა გუნდი 3 დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა მის შველას. საბოლოოდ 13 წლის გოგონა განგრენით, ჰალუცინაციებითა და ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. მთელი ამ 3 დღის განმავლობაში მედგრად და შეუპოვრად იყო გოგონა, ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფ Frank Fournier-ის მიერ ომარიოს გარდაცვალებამდე რამოდენიმე წუთით ადრე.

image


2. კადრი ერაყის ომიდან. ფოტო გადაღებულია 2003 წელს ერაყთან ომის დროს ამერიკის საბაზო ბანაკთან. 4 წლის ბიჭუნამ დაინახა რა მამა ხელზე ბორკილებდადებული როგორ მიყავდათ ჯარისკაცებს ტყვედ, ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში და ის დიდხანს იმყოფებოდა აგონიაში. ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ ახსნეს ბორკილები ცოტახნით, რათა მამას მისი დამშვიდება მოეხერხებინა.


image


3. ბუდისტი ბერის პროტესტი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფ Malcolm W. Browne -ს მიერ. ვითარება კი 1963 წელს მიმდინარეობს, როდესაც სამხრეთ ვიეტნამის მთავრობა დევნიდა ბუდისტებს, ბუდიზმის მიმდევარმა ბერმა სახელად Thich Quang Duc-მა პროტესტის ნიშნად სახალხოდ თავი დაიწვა და რაღა თქმა უნდა იგი გარდაიცვალა.

image


4. ბავშვების ევაკუაცია. ფოტოზე აღბეჭდილია ბავშვების ევაკუაცია მას შემდეგ, რაც სამხრეთ ვიეტნამში მოულოდნელად საბრძოლო ჯარით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა. 1972 წელი.

image



5. ტრაგედია გაზით. Bhopal-ის გაზის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვა. უბედურება 1984 წელს მოხდა, როდესაც პესტიციდების ქარხანაში Union Carbide India Limited-ში ხდებოდა ბუნებრივი აირის მეთილებისგან გაწმენდვა, მოხდა ნივთიერებათა ურთიერთკავშირში შესვლა, რასაც მოჰყვა აფეთქება და ამ შემთხვევამ 15000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

image



6. ვარდნა ფანჯრიდან. სახლში გაჩენილი ხანძრის გამო, როდესაც დედა შვილებთან ერთად სახანძროს მოლოდინში სახლის სათადარიგო კიბეზე იმყოფებოდნენ, წყაროს ცნობით კიბე ჩამონგრეულა და დედა-შვილნი ძირს ჩამოცვივდა. დედა გარდაიცვალა, შვილები გადარჩნენ, ვინაიდან ძირს დანარცხებულ დედას შვილები ზევიდან დაეცნენ, რამაც მათი უსაფრთხოება განაპირობა. ხანძრის გაჩენის მიზეზი სამწუხაროდ უცნობია. შემთხვევა 1975 წელს მოხდა.

image


7. პირველი შავკანიანი სკოლაში. პირველი შავკანიანი მოსწავლე- "Dorothy Counts", რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა. ახალი გამოცხადებული იყო თეთრი და ფერადკანიანი ბავშვების ერთობლივი სწავლების შესახებ, (მაგრამ გამოცხადება ერთია და ამის მიღება სრულიად სხვა), როდესაც იგი 1957 წლის 4 სექტემბერს გავიდა სახლიდან და წავიდა სკოლაში, სადაც ადრე მხოლოდ თეთრკანიანები საწავლობდნენ. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ ეს იმ დროში არ იყო უბრალო საქმე. დოროტი იყო პირველი შავკანიანი მოსწავლე ქალაქ შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ჰარი ჰარდინგის სახელობის სკოლაში.

image


8. მადლიერი ბავშვი. საოცარი ფოტო, რომელიც გადაღებულია ფოტოჟურნალისტის Michael Clancy-ს მიერ. იგი მისიით ესწრებოდა ორსული ქალის ოპერაციას, სადაც 21 კვირის ჩანასახს უკეთდებოდა ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია მუცლად ყოფნის დროს. ოპერაციის წარმატებით მსვლელობის გამო მადლიერების ნიშნად ჩვილმა ხელი ამოყო და ექიმს თითზე მოსჭიდა. ამ ფაქტით აღფრთოვანებული მაიკლი შოკში ჩავარდა. ფოტო პირველად 1999 წელს ა.შ.შ-მ გამოაქვეყნა და მას შემდეგ მოიცვა მსოფლიო, რაც ასევე ერთგავრი დამაფიქრებელი მტკიცება გახდა ორსული ქალისა, რომ ჩანასახი პირველივე კვირიდან აცნობიერებს ყველაფერს და იმედია აბორტის დროს ყველა ქალს დააფიქრებს ამაზე.

image



9. შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი. მეტად ტრაგიკული ფოტო, რომელიც 1994 წელს გადაიღო 33 წლის ფოტოგრაფმა Kevin Carter-მა. შიმშილისგან დაუძლურებულმა გოგონამ, რომელიც ცდილობდა სამხრეთ სუდანის კვების ცენტრამდე მიღწევას, გონება დაკარგა. ასევე კარგად ჩანს ფოტოზე სვავი, რომელიც თავის ლუკმას ეპარება. რამდენიმე დღის შემდეგ კევინმა ამ ფოტოთი პულიცერის პრემია მიიღო გამარჯვებულის სტატუსით და სინდისის ქენჯნის გამო თავი მოიკლა. წყაროები იუწყება, რომ გოგონამ მიაღწია კვების ცენტრამდე და ფრინველი დააფრთხეს, თუმცა ეს ალბათ მითია მხოლოდ და დანამდვილებით ცოცხალია თუ არა ბავშვი- არავინ იცის.

image



10. მიწისძვრის მსხვერპლნი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფ Mustafa Bozdemir-ის მიერ. მიწისძვრას, რომელიც 1983 წელს თურქეთში დილის 5 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 7, 1 ბალი იყო, ემსხვერპლა 1336 ადამიანი. ფოტოზე აღნიშნული 5 შვილის სიცოცხლეც შეეწირა ამ სტიქიას იმ დროს, როდესაც დედ-მამა ძროხების მოსაწველად ბოსელში იმყოფებოდა, მძინარე ბავშვები ცოცხლად დაიმარხნენ.

image


6
3863
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3863
  
2014, 9 მაისი, 14:53
მსვიდად ვერ უკურებ!
2014, 11 მარტი, 15:42
მეც მიდევს სტატიაში რამოდენიმე ფოტო.საშინელებაა მართლა
2014, 11 მარტი, 0:42
გული მეტკინა :( შემძრა ამ ფოტოებმა და მათმა ისტორეიბმა :(
2014, 11 მარტი, 0:02
მძıმე რეალობıს ამსახველı ფოტოებı ((((((((
2014, 10 მარტი, 21:59
მას შემდეგ რაც დედა გავხდი ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ იმ საკითხებს რაც ბავშვებს ეხება,მინდა ყველანი კბილებით დავგლიჯო ვინც პატარებს ასეთ მდგომარეობაში აყენებს,მაგრამ ეს ის შემთხვევებია როცა სამართალს ვერავის მოკითხა:(((((((((((((
გულით ამეტირა
ყველა ისტორია ვიცოდი მაგრამ .....:(
2014, 10 მარტი, 21:57
სულისშემძვრელი ფოტოებია:((((
0 1 6