ადმინისტრაციული ქუთაისის "ტორპედოს" ფან კლუბის "ჯუნგლების" 10 წევრი დაკავებულია 2014, 9 მარტი, 23:14
"ქუთაისის "ტორპედოს" ფან კლუბის ათი წევრია დაკავებული. მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ. დაკავებულები ჯერჯერობით წინასწარ მოთავსების იზოლატორში რჩებიან, მიდინარეობს გამოძიება, "-განმარტა ტატო კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართული შეხვედრა ჩაიშალა. ქუთაისის "ტორპედოს" ფან კლუბის 200 მდე წარმომადგენელი მოედანზე შეიჭრა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების სცადეს ცემა, მოგვიანებით კი "დინამოს" ფან კლუბის წევრებს დაუპირისპირდნენ. შეხლაშემოხლის შედეგად კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 67 შეფასება არ არის
|