შოუბიზნესი საინტერესო ფაქტები ულამაზესი მონიკა ბელუჩის შესახებ 2014, 8 მარტი, 17:14 მონიკა ბელუჩი დაიბადა 1969 წლის 30 სექტემბერს.აღიარებულია როგორც ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალბატონი. მისი სილამაზე ბევს ქალბატონში შურს აღძრავს, ზოგს კი ძალიან მოსწონს.
მონიკა გარდა სილამაზისა, არის ასევე ძალიან ნიჭიერი . იცის 4 ენა და შესანიშნავი მზარეულია.
თუ რატომ აირჩია მონიკამ მოდელობა ერთი შეხედვით ადვილი მისახვედრია . მონიკა ბავშობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით. მამაკაცები თავიდანვე ტრიალებდნენ მის გარშემო და მოსვენებას არ აძლევდნენ. ამ ყველაფერს მოყვებოდა ქალების შური, ზიზღი მონიკას მიმართ, რასაც გოგონამ ვეღარ გაუძლო და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ფინანსების უქონლობის გამო კი სწავლა შეწყვიტა და მუშაობა ოფიციანტად კაფეში დაიწყო. მამაკაცები კი აქაც აბეზრებდნენ თავს და არ შორდებოდნენ. მათ ამგვარ საქციელებს უამრავი სკანდალები მოჰყვებოდა ცოლებისგან. მონიკა სახლში მუდამ ატირებული ბრუნდებოდა.
ერთხელ მას გაახსენდა ერთერთი მეგობარი (მამაკაცი)ცნობილი გლამურული ჟურნალიდან, რომელმაც სთხოვა მასთან თანამშრომლობა.მონიკამ დაურეკა მას და თანხმობა მისცა, თავის სილამაზის ხარჯზე აეღო ანაზღაურება.
მონიკას კარიერამ აღმავლობა დაიწყო, მაშინ კი უამრავმა ტელევიზიამ მიიწვია. მისი სილამაზით გაოცებულნი იყვნენ . თავიდან მონიკას საკუთარი თავი ჟურანლის ყდებზე არ მოეწონა, არც კლიპებსა და ფილმებში, რადგან მორცხვად გრძნობდა თავს.თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს კომპლექსები დაგალახა და საკუთარი საქმე ძალიან შეუყვარდა, ამ საქმეში თავს გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ძლიერი იტალიური აქცენტი მონიკას ძალიან უშლინდა ხელს ფილში გადაღებისას.ამის გამო ბევრი რეჟისორი უარს ამბობდა მის ფილმში გადაღებაზე. მონიკას არ უყვარს იმ ფილმების ყურება, რომლებშიც მონაწილეობს .არა იმიტომ რომ არ აინტერესებს, არამედ ეშინია სიბერის და თვლის რომ იმის გაცნობიერება, რომ დაბერდა ძლიერ შეაშფოთებს. ერთერთ ინტერვიუში მონიკამ აღიარა : ' არ მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ეს პერიოდი თითოეული ადამიანისთვის რთულია .ამ დროს დაბნეულები ვართ, არ ვიცით რა გვინდა , არ ვიცით ვინ ვიქნებით წლების შემდეგ. ახლა კი ამ ასაკში ზუსტად ვიცი რა მსურს. როცა დავბერდები მირჩევნია ჩემს შვილიშვილებს ვუყურო და არა ჩემს ფილმებს. ' 140 3-ს მოსწონს
|