სხვა როგორ შევფუთოთ საჩუქარი ორიგინალურად სახლის პირობებში. 2014, 8 მარტი, 15:44 საჩუქარი, ეს ხომ ერთ-ერთი ვითომ უმნიშვნელო, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ატრიბუტია წყვილის ურთიერთობაში. იქ, სადაც გრძნობათა ზღვა ღელავს და სიტყვათა კორიანტელი იფრქვევა, ამ ურთიერთობის შესაფუთად საჩუქარი ურიგო ნამდვილად არ არის, გულის გახარებას ხომ სულ მცირედიც ყოფნის. ამიტომ მამაკაცებო (მანდილოსნებო) ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ქალის გახარებას ძვირფასი საჩუქრები და მთელი თქვენი ხელფასი სჭირდება, სიხარული შეიძლება მხოლოდ ერთმა საღამურმა, სუნამომ, ყვავილმა და სუვენირმა გამოიწვიოს, იმის მიხედვით თუ როგორი გემოვნება აქვს თქვენს რჩეულს- დაბადების დღე იქნება ეს, 8 მარტი, სიყვარულის დღე თუ სხვა. ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს საუბარი, შემოგთავაზებთ ამ სტატიაში სახლის პირობებში მარტივად და ორიგინალურად შენიღბვის მაგალითებს, რომელიც მეტ ხიბლს შემატებს თქვენს მიერ შერჩეულ საჩუქარს. ამისათვის კი საჭიროა მოიმარჯვოდ შესაფუთი ქაღალდები, დეკორატიული ლენტი, თექა, ჟღარუნა, ღილები, გირჩი, მაკრამე, ბაწარი, "ქინდერის" სათამაშო და რაც კი თვალში მოგხვდებათ და გამოსადეგი იქნება ამ ყველაფრისთვის.
219 15-ს მოსწონს
|