კინო თინა მახარაძე-"ვამთავრებ სექსიდან საზეპიროების მოყოლას" 2014, 8 მარტი, 10:03 მსახიობ თინა "მემე" მახარაძის გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება. სრულიად საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება არის ჩაბმული "გოგონა გარეუბნიდან"-ის მთავარი გმირის ლანძღვა-გინებაში. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მსახიობს ამართლებენ და იცავენ. ცნობილი ქართველებიც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მემეს გამოთქმული მოსაზრების გამო. მაგრამ როგორც თინა მახარაძის "ფეისბუქიდან" ჩანს, იგი დიდად არ განიცდის მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. მის გვერდზე უარყოფით კომენტარებს ვერ ნახავთ, უფრო მეტიც აქებენ თინას სითამამეს. თინას ფეისბუქის ერთ-ერთი მეგობრის კომენტარს გთავაზობთ, სადაც იგი მსახიობს მადლობასაც კი უხდის მისი საჯარო გამოსვლისთვის: "ძალიან მიხარია რომ ვიღაცამ ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო! და ყველაზე მთავარი ის არის რომ: საკუთარი აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების კულტურა ნელ-ნელა ინერგება და სოციალური ქსელის საზღვრებს ცდება, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი ამ სფეროში! და სექსის გარდა ეს ადამიანი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას ამბობს, და ვინც არ იცნობს მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდას, სექსი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ისევე როგორც ჰაერი, წყალი, სითბო, საჭმელი, ძილი! მადლობა თინა!!!" გთავაზობთ თინა მახარაძის ბოლო პოსტს, რომელიც ტელევიზია ტაბულაზე გასულ გადაცემას "თეორემა : საუბარი სექსზე და საზოგადოებაზე" მიუძღვნა. "ჩემი ისტორიული გამონათქვამის ამ მეტნაკლებად ამომწურავი ფსიქოანალიზის შემდეგ, მე ჩემის მხრივ ვამთავრებ სექსიდან საზეპიროების მოყოლას. გემშვიდობებით შემდეგ გაკვეთილამდე." 263 5-ს მოსწონს
|