x
image
K.P.
მამულიჩამ ლელა წურწუმია "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა
image
















ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის მომხდარი უთანხმოება ბევრისთვის სასაცილო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ტარიელმა ია სტილისტ მიშა გასიტაშვილთან მიმოწერაში ამხილა. "პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ"-წერდა ტარიელი.

შეგახსენებთ, რომ მიშა გასიტაშვილი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან მეგობრობს.

სულ ცოტა ხნის წინ კი მამულიჩამ, იგივე კახა მამულაშვილმა მიშას მიმართა:"ძალიან გთხოვ, ლელასთან მიმოწერა არ გააბა. თხოვნას "მიშა პარიკმახერი" გამოეხმაურა: "თერთმეტი წელია ვემესიჯები მამულიჩ". "ალბათ ჯერ არ მინახავს არც ერთი, უნდა ჩავუჯდე ერთი ტელეფონს"-ამტკიცებს მამულიჩა. მიშა გასიტაშვილს კი ჭორები სულ არ აღიზიანებს, მეტიც სოციალურ ქსელში ამ ყველაფრით ერთობა. "თქვენ გემესიჯებათ მიშა პარიკმახერი"-წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


კახა მამულაშვილი დაქორწინებულია ლელა წურწუმიაზე. მათი ოჯახი ბევრ წელს ითვლის, სკანდალებში კი არასდროს ეხვევიან. მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლოზი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ლელასა და მამულიჩას გოგონა მარიკო კი 11 წლისაა. გოგონა კარგად სწავლობს და შესანიშნავადაც მღერის.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimage

2
739
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
739
  
2014, 8 მარტი, 10:06
ვინაა ეს გასიტაშვილი ასე რომ იკრავს მაგნიტივით ამ შოუბიზნესის ქალებს :D არადა ერთი ჩვეულებრივი ტიპია
2014, 8 მარტი, 0:03
ძალიან მიყვარს ეს ოჯახი გაიხარეტ ლელა და მამულიცა მინდა სულ ასე ბედნიერები კოფილიკავიტ
0 1 2