x
image
natia.a
რაზე მღერიან უკანასკნელი 50 წლის მანძილზე - კვლევის შედეგები
მხატვარმა, ნიკოლაი ლამმა პროექტ "მუსიკის ისტორიის" ფარგლებში შეისწავლა Billboard-ის ჰიტ-პარადებში 1960 წლიდან დღემდე პოპულარული სიმღერები. გთავაზობთ აღნიშნული კვლევის შედეგად მიღებულ გრაფიკულ გამოსახულებებს, რომლებიც ასახავს კონკრეტული სიტყვის სიხშირეს ამა-თუ იმ სიმღერის ტექსტში.


თითოეული ინფოგრამაზე გამოსახულია წლების მიხედვით თუ რა სიხშირით გვხვდება კონკრეტული სიტყვა პოპულარულ სიმღერებში. ინფოგრამაში პატარა ფერადი მართკუთხედები აღნიშნავს კონკრეტულ სიმღერებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ პოპულარობის მიხედვით არის დალაგებული. წითელი ფერი ტექსტში კონკრეტული სიტყვის ყველაზე მაღალ სიხშირეს ასახავს, რაც უფრო იკლებს ფერის ინტენსივობა, მით ნაკლებად გვხვდება სიმღერაში ეს სიტყვა. ცისფერი კი ნიშნავს, რომ აღნიშნული სიტყვა სიმღერაში საერთოდ არ ფიგურირებს.


სიყვარული



image


ადვილი შესამჩნევია, რომ სიმღერებში ამ სიტყვამ 2000 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად იკლო.


მიყვარხარ


image


ნათელია, რომ სიყვარულში სულ უფრო იშვიათად უტყდებიან.


კოცნა


image


კოცნა შედარებით სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას.


სექსი


image


ეს სიტყვაც სულ რამდენიმე წელია რაც მომრავლდა სიმღერებში.


ჩვენ


image


ცხადია, ეს სიტყვა ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიხშირით სიმღერის ტექსტებში.


სახლი


image


როგორც ჩანს, სახლზე სულ უფრო იშვიათად ვფიქრობთ.


ბიჭები


image


ბიჭებით 2000-იან წლებში შედარებით დაინტერესდნენ.


გოგონები


image


გოგოები კი ყოველთვის წარმოადგენდნენ ინტერესის საგანს.


სხეული


image


სხეული მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს გაიხსენეს.


"პატარა" (Baby)


image


სასიყვარულო გაგებით ეს სიტყვა ყოველთვის მოდაში იყო.


გული


image


ეს სიტყვაც ხშირი იყო და არის სიმღერებში.


ჭუჭყიანი, საძაგელი


image


ამ ცნებებზე 1990-იან წლებამდე არავინ მღეროდა.


მარტოსული


image


მარტოსულობამ დღეს შედარებით იკლო.


მოწყენილი


image


მოწყენილობაც თითქმის გაქრა.


ბედნიერი


image


მიუხედავად წინა ორი სიტყვის გაიშვიათებისა, ლირიკული გმირი ბედნიერი მაინც ვერ გახდა.


ფული


image

როგორც ვხედავთ, ფულზე სულ უფრო მეტად ფიქრობენ.


სიძულვილი, მოკვლა


image


როგორც ჩანს, სიძულვილმა და ვიღაცის მოკვლის სურვილმა იმატა.


ღიმილი


image


სამწუხაროდ ახლა სულ უფრო ნაკლებად იღიმებიან...


მარიხუანა


image


სამაგიეროდ, დღეს მარიხუანაზე სულ უფრო მეტად საუბრობენ.




0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0