x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134664
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
ჟანა ფრისკემ უარი განაცხადა ოპერაციაზე და მოითხოვა თანხა ავადმყოფ ბავშვებს ჩაურიცხონ



image

ცნობილმა რუსმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ჟამა ფრისკემ საზოგადოება კიდევ ერთხელ განაცვიფრა, მან უარი განაცხადა ოპერაციაზე, ხოლო შეგროვილი თანხა მოითხოვა მთლიანად ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხონ.


39 წლის მომღერალს კარგად ესმის მისი მდგომარეობა, გააცნობიერა მძიმე შედეგი და სახიფათო გადაწყვეტილება, თუმცა მან უარი თქვა ოპერაციაზე-მეოთხე სტადიის თავის სიმსივნის ამოკვეთაზე, იგი ქიმიოთერაპიის საშუალებით იბრძოლებს, ამასთანავე არაა იმის გარანტია, რომ ოპერაცია დადებით შედეგს მოიტანს.

ამის შესახებ ჟანას მამამ ვლადიმერმა განაცხადა, მთლიანი თანხა, რომელიც "პირველმა არხმა" და "რუსფონდმა" შეაგროვა გადარიცხული იქნება ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის.


ამასთანავე მანვე აღნიშნა, რომ მის ქალიშვილს დიდი შანსი აქვს, რომ გამოჯანმრთელდეს, ამის იმედს ამერიკელი ექიმები იძლევიან, ჟანა საწოლზეა მიჯაჭვული და ხანდახან ძლიერი თავის ტკივილები სტანჯავს, რომელსაც თანამედროვე პრეპარატებით უყუჩებენ.

პოპ-ვარსკვლავი მადლობას უხდის ყველას იმ სიკეთისთვის და გულმოწყალებისთვის, ვინც ახლოს მიიტანა გულთან მისი მძიმე მდგომარეობა და გადაწყვიტეს მას დახმარებოდნენ.







0
1862
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0