სერიალ Lost-ის მთავარი გმირი, მეთიუ ფოქსი ამერიკის შეერთებული
შტატების პოლიციამ დაიჭირა და ერთ თვეში სასამართლოს წინაშე წარსდგება. დაჭერის მიზეზი
ავტომობილის არაფხიზემ მდგომარეობაში მართვაა.
ინციდენტი ორეგონის შტატში დაფიქსირდა, სადაც საპატრულო
პოლიციამ შეამჩნია მანქანა რომელიც საავტომობილო გზაზე არღვევდა მოძრაობის წესებს და ვერ იმორჩილებდა საჭეს. წესების დამრღვევი აღმოჩნდა მეთიუ ფოქსი, რომელმაც სახელი
გაითქვა სერიალ დაკარგულებში მთავარი როლის თამაშით.
პოლიციამ მეთიუ ფოქსი დააკავა და მეორე დღეს ჯარიმის გადახდის შემდეგ სახლში გაუშვეს, მაგრამ
სასამართლო პროცეს მეთიუ ფოქსმა მაინც ვერ აიცილა.
სავარაუდოდ სასამართლო 17 ივნისს გაიმართება სადაც გადაწყდება
ჯარიმის ოდენობა.