x
image
K.P.
ცნობილი ქართველები, რომლებმაც გვარი შეიცვალეს
imageქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მუდამ ყურადღების ცენტრში ტრიალებენ და ჭორების ქარ-ცეცხლშიც ხშირად ეხვევიან. როგორც ზოგიერთებს, მათაც არ მოსწონთ საკუთარი გვარ-სახელები და ცდილობენ შეიცვალონ ან შეამოკლონ ისინი. ზოგიერთებს კი მართლაც საპატიო მიზეზი აქვთ...

image

კრისტი ყიფშიძე ცნობილი მსახიობის გიორგი ყიფშიძის ცოლი და ზურა ყიფშიძის რძალი გახლდათ. მან გვარი გათხოვების შემდეგ შეიცვალა. ალბათ არ იცოდით, რომ მოდელი წარმოშობით სომეხია. როგორც ჩანს, კრისტის საკუთარ გვარზე საუბარი არ სიამოვნებს. "მინდა ყველას ვთხოვო ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით, საკუთარ ეროვნებას მიხედეთ. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ ამ კითხვას ნუღარასდროს დამისვამენ"-განაცხადა მოდელმა.

image


მომღერალი ნუკა კვალიაშვილი საქართველომ მაშინ გაიცნო, როდესაც მამის გვარს ატარებდა. ნუკას მტკიცებით, მამა მასზე არასდროს ზრუნავდა, მასთან ურთიერთობაც კი არ ჰქონია. მომღერალს ბევრი დაპირება და იმედგაცრუება ახსოვს. გოგონამ გადაწყვიტა, დედის ეკა კვალიაშვილის გვარი ეტარებინა. მინდა მისი გვარი მქონდეს ვისაც ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავსო. ასე იქცა ნუკა გვალია ნუკა კვალიაშვილად.

image

მამის გვარზე უარი თქვეს მსახიობებმა რუსკა და ნინუცა მაყაშვილებმა. გოგონების მამა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ოჯახზე საუბრობდა. უცებ კი მას ასეთი რამე უთქვამს, მე მყავს მეუღლე და ორი შვილიო, ცხადია მან მეორე ქორწინებაში გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა, რუსკასა და ნინუცაზე კი არაფერი უთქვამს. გოგონებისთვის ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა და ამავე დროს ბოლო წერტილიც. მათ გადაწყვიტეს: "ჩვენ მაყაშვილების ოჯახი გვზრდის და დღეიდან ამ გვარს ვატარებთო". ასე გახდნენ დები ცხვედიანები დები მაყაშვილები...

image

გვარი არ შეუცვლია, მაგრამ საქართველომ ფსევდონიმით გაიცნო. ნინა სუბლატი გვარად სულაბერიძეა. ეს ფსევდონიმი ბავშვობაში მოიფიქრა, დღეს აღარც კი ახსოვს რატომ მაინც და მაინც სუბლატი.

image

ყველაზე სკანდალური გვანცა ბაგრატიონიც ფსევდონიმს ატარებს. ნამდვილ გვარს არ ამხელს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ გვარდ ბაგრატიონი არ გახლავთ.

image













ნიკა მემანიშვილი ახლა უკვე ნიკოლოზ რაჭველია. "სახელი" უკვე პოპულარულმა შეიცვალა.

4
2428
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2428
  
2014, 3 ივლისი, 15:15
მართალი ხარ ;)
2014, 3 ივლისი, 0:14
საძულველი არა მაგრამ საცოდავი კია ეგ გვანცა და ქართველ გვირგვინოსანთა გვარს ნამდვილად არ უნდა ატარებდეს თუმცა აბა რავიი
2014, 9 მარტი, 14:57
ყველაზე მეტად გვანცა ბაგრატიონი მძულს :S
2014, 9 მარტი, 14:56
+111111111
0 1 4