მოვლენები "CHANEL"-ის საოცარი ჩვენება სუპერმარკეტში(+ ფოტოები ზღაპრული კოლექციიდან) 2014, 5 მარტი, 1:39 მდიდრული, საოცარი სუპერმარკეტი, შანელის მოდის ჩვენება და კარლ ლეგერფერდი "საჭესთან".
შანელის კრეატიულმა დირექტორმა თავისი ჩვენება დღეს მაღალი კლასის სუპერმარკეტში გამართა პარიზში, შუა ქალაქში. აქ წამყვანი მოდელი კარა დელევინი იყო, მასთან ერთად ახალბედა (კიმ კარდაშიანის უმცროსი და) კენდალ ჯენერი ვიხილეთ პოდიუმზე.
კარლი ადრიდანვეა ცნობილი თავისი თეატრალური შოუებით, როგორებიც იყო გიგანტური აისბერგის ფონზე, ან ზღაპრული წყალქვეშა სამეფო. ეს ჩვენება ყველაზე განსაკუთრებული იყო მთელს მსოფლიოში თავისი გრანდიოზულობით.
ჩვენება იმითაც იყო უჩვეულო, რომ მოდელებს სუპერმარკეტის პოდიუმზე დაჰქონდათ სავაჭრო ურიკები და საყიდლებით დატვირთული ჩანთები. წარმოდგენილი სამოსი კი ძირითადად ყოველდღიური და სპორტული სტილის იყო.
საუცხოოდ გაართვა თავი სადებიუტო გამოსვლას კენდალ ჯენერმა და მის სურათზე "შანელის" ვებ-გვერდზე საქებარი მინაწერიც დაიმსახურა. მოდელებს სემ მაკნაიტის ვარცხნილობები ჰქონდათ, რომლებიც მათ კოსტიუმებზე იყო მორგებული. ტანსაცმლის უმეტესობა კარლმა კლასიკური ტვიდის ქსოვილისგან წარმოგვიდგინა. კოსტიუმების დიდი ნაწილი რეზინებით ორადაა გაყოფილი. საოცარი ფერები და რუხი ტონები ერთმანეთს ენაცვლებოდა, რაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის არის მორგებული. წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკურს მიმსგავსებული კაბები, ასევე დახეული, სპორტიული შარვლები. ეს იყო იდეალური სამოსი საყიდლებზე სასიარულოდ, სადაც ყველაზე პრეტენზიული ქალბატონიც კი შეარჩევდა თავისთვის მოსაწონს. გთავაზობთ ამ საოცარ კოლექციას: 94 5-ს მოსწონს
|