მოვლენები "CHANEL"-ის საოცარი ჩვენება სუპერმარკეტში(+ ფოტოები ზღაპრული კოლექციიდან) 2014, 5 მარტი, 1:39 ![]() საუცხოოდ გაართვა თავი სადებიუტო გამოსვლას კენდალ ჯენერმა და მის სურათზე "შანელის" ვებ-გვერდზე საქებარი მინაწერიც დაიმსახურა. მოდელებს სემ მაკნაიტის ვარცხნილობები ჰქონდათ, რომლებიც მათ კოსტიუმებზე იყო მორგებული. ტანსაცმლის უმეტესობა კარლმა კლასიკური ტვიდის ქსოვილისგან წარმოგვიდგინა. კოსტიუმების დიდი ნაწილი რეზინებით ორადაა გაყოფილი. საოცარი ფერები და რუხი ტონები ერთმანეთს ენაცვლებოდა, რაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის არის მორგებული. წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკურს მიმსგავსებული კაბები, ასევე დახეული, სპორტიული შარვლები. ეს იყო იდეალური სამოსი საყიდლებზე სასიარულოდ, სადაც ყველაზე პრეტენზიული ქალბატონიც კი შეარჩევდა თავისთვის მოსაწონს. გთავაზობთ ამ საოცარ კოლექციას: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 94 5-ს მოსწონს
|