საზოგადოება დედამ შვილს ბენზინი დაალევინა და დაწვა 2014, 4 მარტი, 21:41 ჩინეთში ჯეძიანის პროვინციაში ქმარზე გაბრაზებულმა ცოლმა 4 წლის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს ქმარი სახლიდან წავიდა. დედამ კი პატარა ბიჭუნა სასიკვდილოდ გაიმეტა. შვილს აიძულა ბენზინის დალევა შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. საბედნიეროდ ბავშვის კივილი მამამ გაიგონა გზიდან დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა. მეზობლები ამბობდნენ, რომ წყვილი 40 წლის შენ დანი და 48 წლის ჟანგ ქიუშენგი ხშირად კამათობდა ძირითადად კი ფულზე. ცოლი წუხდა იმაზე, რომ ქმარი მას სათანადოდ არ აფასებდა და გულს ხშირად ტკენდა. ბიჭს სხეულის 35 პროცენტიანი დამწვრობა აქვს . იმ შემთხვევაში თუ სიკვდილს გადაურჩა სამუდამოდ ინვალიდი დარჩება. ძლიერი დამწრობის გამო ლაპარაკს ვერ შეძლებს და დაბრმავდება. პოლიცია ამ ინციდენტს იძიებს . 48 1-ს მოსწონს 1-ს არა
|