სისხლის სამართალი ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხმძიმე შეყვარებული და მისი მეგობარი მოკლა 2014, 4 მარტი, 16:15 ![]() ![]() კეთილი, მგრძნობიარე, კარგი ადამიანი-ასე ახასიათებენ ახლობლები მკვლელს.10 წლის წინ ვლადისლავს მამა დაეღუპა, რომელიც ინვალიდი იყო, ასე რომ ბიჭი ფაქტიურად დედამ გაზარდა. სიყვარულში ვლადისლავს ნამდვილად არ უმართლებდა, რამდენიმე წლის წინ მან გაიცნო გოგონა, შეუყვარდათ ერთმანეთი, ერთადაც კი ცხოვრობდნენ, თუმცა მალე გოგონამ იგი მიატოვა და მოსკოვში გადაბარგდა. აგვისტოს თვეში ნატაშა გაიცნო, გოგონა პოლიტექნიკურში სწავლობდა, პარალელურად პეტროვის სახ.ქარხანაში მუშაობდა, სადაც მამამ მოაწყო, დედა პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ურთიერთობის შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა, რამაც ძლიერ გაახარა ვლადი, იგი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავდა, უყვებოდა ყველა ახლობელს, რომ ის მალე მამა გახდებოდა და დაქორწინდებოდა. თუმცა ამ ყველაფერს სრულიად მოულოდნელად, თვითონ ნატაშამ დაუსვა წერტილი, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მან ვლადს განუცხადა, რომ მათი ურთიერთობა დამთავრდა.ამჟამად გამოძიება ადგენს თუ რა გახდა ამის მიზეზი. ![]() ![]() 28 თებერვალს ნატაშამ და სვეტამ ღამის კლუბში გაატარეს, 18 წლის გოგონა ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა და სახლში წასვლას აპირებდა, თუმცა ნატაშამ სთხოვა მასთან დარჩენილიყო, მთელი ღამის განმავლობაში ვლადი ნატაშას ურეკავდა, შეხვედრას სთხოვდა, გოგონას ყოფილ შეყვარებულთან მარტო შეხვედრის ეშინოდა, ამიტომ მეგობარი თან წაიყოლა .ისინი ტაქსით მივიდნენ სოვეტსკაიას რაიონში.მაღაზია "Пятерочка"-სთან მოხდა მათი შეხვედრა.დაიწყეს კამათი, ვლადმა უსაყვედურა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ქალი ნასვამი არ უნდა იყოს(თუმცა დედობრივი ინსტიქტი ეტყობა გოგონაში ჩამკვდარი იყო, იგი კლუბიდან კარგად შეზარხოშებული გამოვიდა), ამასობაში სვეტა გამოექომაგა დაქალს, ვლადისლავმა ჯერ სვეტას დაარტყა დანა სამჯერ, ხოლო შემდეგ ნატაშას მიუბრუნდა:"მოვტრიალდი და ნატაშას 5-ჯერ მაინც დავარტყი მუცელში დანა, ის წაბარბაცდა, შემდეგ კიდევ ორჯერ დავარტყი, სანამ ზურგზე არ დაეცა"-აღიარა ჩვენებაში დამნაშავემ. ![]() ვლადისლავ დანილენკოს სტატუსი სოციალურ ქსელში. 153 3-ს მოსწონს
|