სხვა უჩვეულო სექსუალური კანონები 2014, 4 მარტი, 15:07 წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო, ხშირად სასაცილო და უაზრო კანონებს, რომლებიც, არც მეტი არც ნაკლები, სექსუალურ ურთიერთობებს "არეგულირებს".
1. იუტაში კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება მამაკაცთან სექსი იმ დროს, როცა იგი რეანიმაციაში მიჰყავთ. 2. ალიასკაში კანონი უკრძალავს ლოსებს ქალაქის ქუჩაში სექსს. 3. აიდაჰოს შტატში პოლიციელებმა მანქანაში სექსით დაკავებული წყვილის შემჩნევის შემთხვევაში, ჯერ უნდა დაასიგნალონ, დაიცადონ 2 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ მათთან. 4. აიოვას შტატში მამაკაცს სექსის დროს ლუდის მხოლოდ 3 ყლუპის მოსმის უფლება აქვს. 5. პენსილვანიაში აკრძალულია სატვირთო მანქანის მძღოლთან სექსუალური ურთიერთობა მისავე მანქანაში. 6. სამხრეთ დაკოტაში აკრძალულია სექსი სასტუმროს ნომრის იატაკზე. 7. ტეხასში მოქმედი კანონის მიხედვით ღორებს ეკრძალებათ სექსი აეროპორტის ტერიტორიაზე. 8. ვაშინგტონში აკრძალულია ქალწულთან სექსი. 9. ვაიომინგის შტატის კანონი კრძალავს სექსს მაღაზიაში შესვლისას. 10. მინესოტაში მეუღლესთან სექსი ეკრძალება მამაკაცს, თუ ამ უკანასკნელს ნივრის და ხახვის სუნი უდის. 11. მონტანაში სახლის წინ სექსი აკრძალულია მზის ჩასვლის შემდეგ. 12. ლიბანში მამაკაცს უფლება აქვს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს ცხოველთან თუ ეს უკანასკნელი მდედრობითი სქესისაა. მამრობითი სქესის ცხოველთან ურთიერთობა სიკვდილით ისჯება. 13. ბახრეინში გინეკოლოგ მამაკაცს პაციენტი ქალის სასქესო ორგანოების დანახვა მხოლოდ სარკეში შეუძლია. 14. ჰონკონგში ცოლს უფლება აქვს მოკლას მოღალატე ქმარი მხოლოდ შიშველი ხელებით. 15. ლივერპულში კანონით დაშვებულია შიშველი გამყიდველები. 16. გუამეში არსებობს მამაკაცის პროფესია- დეფლორატორი, რომლის მოვალეობაა სოფლებში სიარული და ქალწულებთან პირველი სექსუალური ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ გუამეს კანონმდებლობის თანახმად, ქალს, რომელიც ქალწულია, არა აქვს გათხოვების უფლება. 17. კოლუმბიაში ცოლ-ქმარს შორის პირველ სექსუალურ კავშირს უნდა აკვირდებოდეს ქალის დედა. 18. ოჰაიოს შტატში ქალებს ეკრძალება ლაქიანი ტყავის ფეხსაცმლის ტარება, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი სარკესავით ასახავს ქვედა საცვლებს. 19. ლუიზიანაში ქალებს ეკრძალებათ პრეზერვატივის ყიდვა. 20. ქალაქ ტროპეაში მოქმედი კანონის მიხედვით : "ქალებს, რომლებიც არიან მსუქნები, მახინჯები და არც თუ ისე ლამაზები, ეკრძალებათ პლიაჟზე გახდა." ამ პრივილეგიით სარგებლობენ მხოლოდ "ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონები, რომლებიც ღირსნი არიან მშვენიერი სხეულის გამოჩენის." კაცებს კი, მიუხედავად მათი აღნაგობისა, საერთოდ ეკრძალებათ შიშველი გამოჩენა, რადგან "მამაკაცის ანატომიურმა აგებულებამ გარყვნილი შესახედაობა შეიძლება მიიღოს წინასწარი განზრახვის გარეშეც." 229 5-ს მოსწონს
|