შოუბიზნესი ია და ტარიელი შერიგდნენ?! ია ტარიელზე: "ყველაფერი ეპატიება" 2014, 3 მარტი, 20:02 ![]() ![]() "პრესის, პორტალების, თოქ შოუების, მეგობრებისთვის და არა მეგობრებისთვის ვდებ ამ პოსტს, რადგან უამრავი ზარი და წერილი შემოდის - იყო და არის პრობლემა რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ მე და ტარიელი, პრობლემა რომელიც არ უნდა გამოსულიყო გარეთ, მაგრამ რას იზამ, გაზაფხულმა ცუდად იმოქმედა შემოქმედ ადამიანზე. ნუ მწერთ ნუ კითხულობთ ამბებს ვინც ამ პოსტის მერე ინბოქსიში მომწერს რა ხდებაო, ყველა დაიბლოკება"-გვამცნო ფარულავამ. ![]() მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კარავი დროებით დაშლილია, მისი საყვარელი კატა ზუზი კი ძალიან ბედნიერია. სულ ცოტა ხნის წინ კი იამ ტრადიციულად მეუღლის ვიდეო გაიზიარა და აღნიშნა, რომ ტარიელი შესანიშნავი მუსიკოსია, რომელსაც ყველაფერი ეპატიება. "გინდ ჩალეწე, გინდ ჩათვერი, გინდ გაგიჟდი მარტშია- მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება"-წერს ია სოციალურ ქსელში. შესაძლოა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. ვუსურვოთ იას და ტარიელს წარმატებები... ![]() ![]() 1097 4-ს მოსწონს |
ასეც რომ არ იყოს... ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო-ნათქვამია!