x
image
K.P.
ია და ტარიელი შერიგდნენ?! ია ტარიელზე: "ყველაფერი ეპატიება"
imageყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. სკანდალმაც არ დააყოვნა...

გუშინ ტარიელ სუარმა სკანდალური წერილი გამოაქვეყნა და გვამცნო, რომ ცოლს დაშორდა. მუსიკოსმა მიზეზად მეუღლის მიმოწერა დაასახელა სტილისტ მიშა გასიტაშვილთან. "პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ"-წერდა ტარიელი.

image

ია ფარულავამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ოჯახური პრობლემაა და მეტი არაფერი.


"პრესის, პორტალების, თოქ შოუების, მეგობრებისთვის და არა მეგობრებისთვის ვდებ ამ პოსტს, რადგან უამრავი ზარი და წერილი შემოდის - იყო და არის პრობლემა რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ მე და ტარიელი, პრობლემა რომელიც არ უნდა გამოსულიყო გარეთ, მაგრამ რას იზამ, გაზაფხულმა ცუდად იმოქმედა შემოქმედ ადამიანზე. ნუ მწერთ ნუ კითხულობთ ამბებს ვინც ამ პოსტის მერე ინბოქსიში მომწერს რა ხდებაო, ყველა დაიბლოკება"-გვამცნო ფარულავამ.

image

"დაიწერა, რომ თითქოს დავშორდით ერთმანეთს, არაფერი გადაწყვეტილი არ არის, ეს ასე არ არის და ამაზე საუბარი არ მსურს"-განუცხადა იამ "Prime Time"-ს.


მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კარავი დროებით დაშლილია, მისი საყვარელი კატა ზუზი კი ძალიან ბედნიერია.


სულ ცოტა ხნის წინ კი იამ ტრადიციულად მეუღლის ვიდეო გაიზიარა და აღნიშნა, რომ ტარიელი შესანიშნავი მუსიკოსია, რომელსაც ყველაფერი ეპატიება.


"გინდ ჩალეწე, გინდ ჩათვერი, გინდ გაგიჟდი მარტშია- მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება"-წერს ია სოციალურ ქსელში.

შესაძლოა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. ვუსურვოთ იას და ტარიელს წარმატებები...

imageimage

2
1097
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1097
  
2014, 5 მარტი, 20:54
თავის ცხოვრებას აპიარებენ,თორემ უცებ მიივიწყებს ხალხი.
ასეც რომ არ იყოს... ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო-ნათქვამია!
2014, 3 მარტი, 20:16
არარიან ეს ხალხი ისეთი ცხოვრებით მაცხოვრებლები ამდენი რომ იკწერებოდეს მათზე ....ასეთებს ქვეყანა წესით არ უნდა ახმაურებდეს,სირცხვილია და მიტო და ჩვენთან ასეთი რაც უფრო მეტი დაიწერება უფრო დადებით ფაქტად ითვლება და წარმატება მოაქვს ადამიანისთვის...ღმერთო შენ გვიშველე
0 1 2