სხვა როგორ გადაურჩა გოგონა ცემას, რომელიც შარშან ბიჭი იყო. 2014, 2 მარტი, 21:22 წერას იმით დავიწყებ, რომ ტრანსსექსუალთა თემა, საზოგადოებისთვის მუდამ მიუღებელია, გარკვეულ წილად ასეა, გამონაკლის ერთეულებს თუ არ ჩავთვლით. სქესის შეცვლას რაც შეეხება, უფრო დაკონკრეტებით კი ბიჭად დაბადებული შემდეგ გოგონად გადაკეთებული და პირიქით, დღევანდელ რეალობაში ხშირ შემთხვევაში ქრომოსომების გავლენა სულაც არ არის და ეს უბრალოდ რაღაც უაზრო მისწრაფება თუ უბრალოდ გაუცნობიერებელი სურვილია. რაც შეეხება ქრომოსომებს, პირადად მე მედიკოსებისგან ვიცი, რომ როდესაც ორგანიზმში სქესის საწინააღმდეგო ჰორმონები და ქრომოსომები ჭარბობს, შესაბამისად მოთხოვნებიც საპირისპიროა როგორც ქალის, ასევე კაცის შემთხვევაში, რაც სამწუხარო ფაქტია და მხოლოდ ძლიერ ერთეულებს შეუძლიათ თავის კონტროლი, ხოლო უმეტესი ნაწილი კი ამის სასირცხვილო მხარეს სულაც ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს და შედეგიც სახეზეა, როგორ მომრავლდა მათი რიცხვი.
ამ შესავლის შემდეგ კი მინდა გამცნოთ ერთი გოგონას ამბავი, რომელიც შარშან ბიჭი იყო, თუ როგორ გადაურჩა ინტერნეტ მომხმარებლებისგან ცემას. გაიცანით, Jordan Davis-ი.
ჯორდანმა გამოთქვა სურვილი "მის ინგლისში" მონაწილებაზე, სადაც როგორც პირველი ტრანსსექსუალი წარდგებოდა ტიტულზე, იგი ხომ "Miss Coventry"-ს ფინალისტი გახლავთ და 300-ზე მეტი კონკურსანტის ჩამოტოვება შეძლო. ინტერნეტ მომხმარებლების აურაცხელმა ნაკადმა დაწერა განცხადება წინააღმდეგობისა და მეტიც, ცემით ძალიან სერიოზულ ფარგლებში დაემუქრნენ გოგონას, რის გამოც ჯორდანმა საკუთარი გვერდი Ask.fm-ზე მომხმარებლების მიერ სწორედ სიკვდილის მუქარის გამო დახურა. "რაღა თქმა უნდა არ მეგონა ჩემი სურვილის ასეთი ფორმით გამოხატვა საშინელება თუ აღმოჩნდებოდა ხალხისთვის, ვინაიდან ვფიქრობ, ყველა მათგანს აქვს უფლება საკუთარ სილამაზეს შესაბამისი მანიფესტური გზა მოუძებნოს. დიახ, მე სქესი შევიცვალე, ჯერ ისევ შარშან ბიჭი ვიყავი, დავამთავრე თუ არა სკოლა, შევიცვალე სქესი და ჩავირიცხე კოლეჯში, სადაც ამ გარდაქმნაზე სიტყვაც არ დამცდენია, რადგან მინდოდა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დამეწყო. თუმცა არ განვლო ორმა თვემ და მათ, ვინც სკოლიდან მიცნობდნენ და კოლეჯშიც მიცნეს, დაიწყეს ჩემი გაჭორვა და განკითხვა, მალე ყველამ გაიგო და დაცინვის ობიექტი გავხდი, მაგრამ მიუხედავად ამისა კონფლიქტს ვერიდებოდი და ვეგებებოდი ყველას სიკეთითა და ღიმილით, ნუთუ მე ერთადერთი მნახეს ასეთი??! ისიც კმარა, რომ ჯოჯოხეთური ბოლო ხუთი წელი გავატარე სკოლაში, ჩაგვრაში და სიძნელეებში, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ რაც სქესი შევიცვალე და კონკურსში "Miss Coventry" ფინალისტი გავხდი, რითიც დავჩრდილე ბევრის სილამაზე და ნიჭი, თავდაჯერებულება ჩამომიყალიბდა იმისა, რომ შემიძლია წარმატებული ვიყო. ბევრს მიაჩნია რომ ასეთ შოუებში მხოლოდ "სექსიზმის" გამო ვიღებ მონაწილეობას, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს სისულელეა, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს ჩემგან. შევხვდი მხარდამჭერ ორგანიზატორებსა და თბილ კონკურსანტებს, რაც მომეხმარა თავმოყვარეობის სწავლაში"- ამბობს ჯორდანი. 149 17-ს მოსწონს 1-ს არა |
:D